ლა ლიგა. XXXIII ტური: ჩავის მე-500 მატჩი და გამარჯვება დერბიში [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილს ლა ლიგის 33-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

"კორნელია ელ პრატზე" ბარსელონის დერბი "ბარსელონამ" "ესპანიოლს" 2:0 მოუგო.

ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა: ანგარიში ნეიმარმა გახსნა, შემდეგ კი ლიონელ მესიმ გაიტანა. მეორე ტაიმში ჯერ ჟორდი ალბა გააძევეს, თამაშის მიწურულს კი ექტორ მორენო.

ამ შეხვედრაში ჩავი ერნანდესმა პრიმერაში მატჩების რიცხვი 500-მდე გაზარდა. 35 წლის ნახევარმცველი მერვე ფეხბურთელი გახდა, ვინც მატჩიან ზღვარს მიაღწია ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "გუნდი პროგრესირებს, ამ სეზონში საუკეთესო პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მთლიანად ვდომინირებდით. ბურთი ხშირად გვქონ
და და მეტოქე პრესინგში გვყავდა. თუ ყოველთვის ასე ვითამაშეთ, ყოველთვის მოვიგებთ. მეორე ტაიმშიც კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად ჟორდი ალბას გაძევებისა. ჟორდი არ იმსახურებდა წითელ ბარათს".

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს ტიტო ვილანოვას ხსოვნას, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა სიმსივნით.

მადრიდის "ატლეტიკომ" შინ "ელჩე" გაანადგურა - 3:0. ამ შეხვედრას დიეგო სიმეონე ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს, რადგან დისკვალიფიცირებული იყო.

ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა: ანტუან გრიზმანმა თავი დუბლით გამოიჩინა და 22-მდე გაზარდა პრიმერაში ამ სეზონში გოლების რიცხვი. ერთი გოლიც რაულ გარსიას ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესპანიოლი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 ნეიმარი (17), 0:2 მესი (25)
გაძევება: ალბა (ბარსელონა) - 55; მორენო (ესპანიოლი) - 91

ატლეტიკო-ელჩე 3:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (55), 2:0 რ. გარსია (63), 3:0 გრიზმანი (77)

ხეტაფე-ლევანტე 0:1
გოლი: 0:1 კასადესუსი (35)

სოსიედადი-ვილიარეალი 0:0

1. ბარსელონა - 81 ქულა; 2. რეალი - 76; 3. ატლეტიკო - 72; 4. ვალენსია - 65; 5. სევილია - 63.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული