"კორნელია ელ პრატზე" ბარსელონის დერბი "ბარსელონამ" "ესპანიოლს" 2:0 მოუგო.
ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა: ანგარიში ნეიმარმა გახსნა, შემდეგ კი ლიონელ მესიმ გაიტანა. მეორე ტაიმში ჯერ ჟორდი ალბა გააძევეს, თამაშის მიწურულს კი ექტორ მორენო.
ამ შეხვედრაში ჩავი ერნანდესმა პრიმერაში მატჩების რიცხვი 500-მდე გაზარდა. 35 წლის ნახევარმცველი მერვე ფეხბურთელი გახდა, ვინც მატჩიან ზღვარს მიაღწია ჩემპიონატში.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "გუნდი პროგრესირებს, ამ სეზონში საუკეთესო პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მთლიანად ვდომინირებდით. ბურთი ხშირად გვქონ
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს ტიტო ვილანოვას ხსოვნას, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა სიმსივნით.
მადრიდის "ატლეტიკომ" შინ "ელჩე" გაანადგურა - 3:0. ამ შეხვედრას დიეგო სიმეონე ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს, რადგან დისკვალიფიცირებული იყო.
ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა: ანტუან გრიზმანმა თავი დუბლით გამოიჩინა და 22-მდე გაზარდა პრიმერაში ამ სეზონში გოლების რიცხვი. ერთი გოლიც რაულ გარსიას ანგარიშზეა.
ესპანიოლი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 ნეიმარი (17), 0:2 მესი (25)
გაძევება: ალბა (ბარსელონა) - 55; მორენო (ესპანიოლი) - 91
ატლეტიკო-ელჩე 3:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (55), 2:0 რ. გარსია (63), 3:0 გრიზმანი (77)
ხეტაფე-ლევანტე 0:1
გოლი: 0:1 კასადესუსი (35)
სოსიედადი-ვილიარეალი 0:0
1. ბარსელონა - 81 ქულა; 2. რეალი - 76; 3. ატლეტიკო - 72; 4. ვალენსია - 65; 5. სევილია - 63.