ლა ლიგა. XXXIII ტური: რამოსს გოლის დროს ხელში ბუცი ეჭირა [VIDEO]

AutoSharing Option
* 35 წლის ჩავი ერნანდესი გახდა მე-8 ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში 500 მატჩი ითამაშა. ამ 500 შეხვედრაში მან 7 ტიტული მოიგო, 57 გოლი გაიტანა და 96 საგოლე პასი გააკეთა.

* 31 წლის ფერნანდო ტორესმა პროფესიულ კარიერაში მე-700 მატჩი ითამაშა.

* კარლოს ველა გახდა მეორე მექსიკელი ფეხბურთელი პრიმერაში თამაშების ოდენობით - 164 მატჩი. წინ მხოლოდ უგო სანჩესია 347 მატჩით ლა ლიგაში.

მიუხედავად იმისა, რომ "ბალაიდოსზე" "რეალმა" 4 გოლი გაუტანა "სელტას", აქედან ერთიც არ იყო კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე. პორტუგალიელს სამ გოლამდე მიუახლოვდა
არგენტინელი ლეო მესი, ხოლო "ბარსას" და მის მდევარ "რეალს" შორის სხვაობა ისევ ორი ქულა დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სეგუნდასკენ ჰერი-ჰერი
რაც დრო გადის, სულ უფრო ძნელი ხდება იმის წარმოდგენა, რომ "კორდობა" გავარდნას გადაურჩება - ანდალუსიური კლუბი "მყარი" მაჩანჩალაა ლა ლიგაში და მის შანსს უკვე თეორიული თუ ეთქმის. მატჩის 56-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ალექსანდარ პანტიჩმა ვერ გათვალა და ბურთი მეტოქეს ჩააბარა. წამებში ბენიატმა მოჭრილი დარტყმით და დეივიდის რიკოშეტის დახმარებით გაიტანა გამარჯვების გოლი - 0:1.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბილბაოს "ატლეტიკი" ევროსაგზურისთვის ბრძოლას დაუბრუნდა. "მარკამ" ამ შეხვედრაში მეკარეები, ხუან კარლოსი (კორდობა) და გორკა ირაისოსი (ბილბაო) გამოარჩია - 7-7 ბალი.

დერბი, ჩავი, ტიტო და ტიტულის სურნელი
"კორნელია ელ პრატზე" "ესპანიოლს" რიცხობრივმა უპირატესობამაც ვერ უშველა, რომ პირველ ტაიმში გაშვებული ორი ბურთი აღმოეფხვრა და ქალაქის დერბიში ლიდერთან 0:2 დამარცხდა. "ბარსელონამ" მთელი თავისი არსენალი ჩართო საქმეში პირველი წუთებიდან (საწყის 15 წუთში ბურთის ფლობა - 85%) და, როგორც მერე ლუის ენრიკემ თქვა, ამ სეზონში საუკეთესო პირველი ტაიმი ითამაშა.

მე-17 წუთზე ალბას შორეულმა პასმა (ამ ეპიზოდში ლუის სუარესი დიდებულად მოიქცა, როცა ბურთი გაატარა) ნეიმარი მოძებნა, ბრაზილიელმა კი - კიკო კასილიას კარის ბადე. 25-ე წუთზე ლუის სუარესს ლეო მესი და ნეიმარი ეხსნებოდნენ, არგენტინელმა იოლად დალაშქრა "ესპანიოლის" კარი და ლა ლიგაში 36-ე გოლი გაიტანა. სხვათა შორის, სუარესი თამაშგარეში იმყოფებოდა, რაც მატჩის შესვენებაზე თავად მსაჯმა მატეო ლაოსმაც დაადასტურა, რომ შეცდა, როცა ლეოს გოლი ჩათვალა.

"ბარსასთვის" ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა 55-ე წუთამდე, სანამ პროტესტისთვის ჟორდი ალბამ მეორე ყვითელი ბარათი არ მიიღო. აქედან ბოლო წუთამდე ("ესპანიოლს" ექტორ მორენო გაუძევეს) "ლოს პერეკიტოსი" რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სათამაშოს მაინც ვერაფრით დაეუფლა. მატჩის მიწურულს გამოჩნდა ჩავი ერნანდესი, "ბარსას" კაპიტანმა ლა ლიგაში მე-500 მატჩი ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ხსოვნის პატივსაცემად, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ეს მოგება ზუსტად ერთი წლის წინ სიმსივნით გარდაცვლილ სპეციალისტს მიუძღვნეს.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "კიდევ ერთი მოგებით მივუახლოვდით ტიტულს და ისევ ყველაფერი ჩვენს ხელშია. ეს კი უმთავრესია. კალენდარი კარგი გვაქვს, მაგრამ ეს თამაშები მოსაგებია, რასაც ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს. ხუთი თამაში რჩება, ყველაზე მნიშვნელოვანი ხუთი თამაში".
"მარკამ" ლეო მესი გამოარჩია - 8 ბალი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისევ გრიზმანი
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილ "ატლეტიკოს" ფანები გვერდში დაუდგნენ, მათ თითქმის შეავსეს "ვისენტე კალდერონი" და "ელჩესთან" შეხვედრაში მხურვალედ უგულშემატკივრეს საყვარელ გუნდს, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო დიეგო სიმეონე ტრიბუნიდან მოძღვრავდა. შესანიშნავ ფორმაშია ანტუან გრიზმანი, ფრანგმა ფორვარდმა ვალენსიელთა კარში დუბლი შეასრულა და 22 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამეა კრიშტიანო რონალდოსა და მესის შემდეგ. ერთი გოლიც რაულ გარსიას ანგარიშზეა - 3:0. "მარკამ" სწორედ გრიზმანი და შეცვლაზე შესული ხუანფრანი გამოარჩია 7-7 ბალით.

საინტერესოა, როგორ გამოეხმაურა სიმეონე კარლ-ჰაინც რუმენიგეს კრიტიკას, "ატლეტიკოს" თამაშის სტილი ფეხბურთი არ არისო: "რუმენიგე ძალიან კარგად ჩაჯდებოდა ჩვენი თამაშის სქემაში. სწორედ ამიტომ ვარ გაოცებული მისი სიტყვების გამო". დაბოლოს, ფერნანდო ტორესმა კარიერაში მე-700 მატჩი მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრძოლები გადარჩენისთვი
"ლევანტემ" მადრიდში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა, 35-ე წუთზე ვიქტორ კასადესუსმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა "ხეტაფეს" გოლკიპერ ვისენტე გუაიტას კარში - 1:0. დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადი" შინ "ვილიარეალს" დაუზავდა - 0:0. "მალაგამ" გადარჩენისთვის მებრძოლ "დეპორტივოს" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები ნორდინ ამრაბატმა დააწინაურა, მაგრამ მე-60 წუთზე ორიოლ რიერამ "დეპორტივოს" ქულა გადაურჩინა. "ალმერიამ" შინ 2:0 დაამარცხა "ეიბარი" და გავარდნის ზონა დატოვა (ეს იმ შემთხვევაში, თუ ფიფა არ ჩამოაკლებს სამ ქულას). გოლები ტიევი ბიფუმამ და ვერსამ (პენალტით) გაიტანეს.

"სევილიამ" "ვალენსიას" გაუსწრო
"სევილიამ" "სანჩეს პისხუანზე" მორიგი კარგი მატჩი ითამაშა, "რაიო ვალეკანო" 2:0 დაამარცხა და მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში "ვალენსიას" გაუსწრო, თუმცა "ღამურებს" დღეს აქვთ სათამაშო.

გოლები ვისენტე იბორამ და დანიელ კარიშომ გაიტანეს უნაი ემერის გუნდისთვის, რომელიც დამაჯერებლად აგრძელებს ევროპალიგის ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას და ერთ-ერთი ფავორიტია აგვისტოში თბილისში, ევროპის სუპერთასზე ჩამოსვლის.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXIII ტური
24 აპრილი
კორდობა-ბილბაო 0:1
გოლი: 0:1 ბენიატი (56)
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - კრესპო, პანტიჩი, დეივიდი, ედიმარი - აბელი (61. ვიკო), კრჰინი - ბებე, ფედე კარტაბია (71. ელდონი), ფიდელი (80. როსი) - ანდონე
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, აურტენეჩე - სან ხოსე, ბენიატი - უილიამსი (87. ვიგერა), აკეჩე (70. მ. რიკო), ი. გომესი (78. გურპეგი) - ადურისი
გაფრთხილება: ანდონე, ვიკო - უილიამსი, ეჩეიტა, სან ხოსე
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 22-15 (2-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 16 000

25 აპრილი
ესპანიოლი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 ნეიმარი (17), 0:2 მესი (25)
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, ა. გონსალესი, ე. მორენო, დუარტე - ლ. ვასკესი, კანიასი, აბრაამი (60. სევილია), ვ. ალვარესი (73. მონტანიესი) - ს. გარსია, კაისედო (69. სტუანი)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაფინია (64. მატიო), ბუსკეტსი, ინიესტა (87. ჩავი) - მესი, ლ. სუარესი (79. რაკიტიჩი), ნეიმარი
გაფრთხილება: გარსია, გონსალესი, არბილია, ლუკასი, კანიასი, მორენო - ალბა, ალვეში, ბუსკეტსი
გაძევება: ალბა (55), მორენო (91)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 6-12 (2-5); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 30 253

ატლეტიკო-ელჩე 3:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (55), 2:0 რაულ გარსია (63), 3:0 გრიზმანი (76)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - გამესი, ხ. ხიმენესი, გოდინი, სიკეირა (47. ხუანფრანი) - რაულ გარსია (68. საულ ნიგესი), გაბი, ტიაგო, კოკე - ტორესი, გრიზმანი (79. რ. ხიმენესი)
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - სამუელი, როკო, გალვესი, სისმა - ა. გონსალესი, მოსკერა (85. არკესი) - გ. როდრიგესი (72. ალვარო), ფაირი, კორომინასი - ჟონათასი (77. კ. ერერა)
გაფრთხილება: ტორესი, კოკე - სისმა, ჟონათასი
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-14 (9-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 47 531

ხეტაფე-ლევანტე 0:1
გოლი: 0:1 ვ. კასადესუსი (35)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - აროიო (73. ინესტროსა), ვიგარაი, ნალდო, ესკუდერო (88. ივი) - ლასენი, ხ. როდრიგესი - პედრო ლეონი, სარაბია, დ. კასტრო - ბ. დიავარა (87. ემი)
ლევანტე (5-3-2): მარინიო - ი. ლოპესი, ვინტრა, რამისი, ხუანფრანი, ტონიო - ხოსე მარი (79. მ. სისოკო), სიმაო, მორალესი (81. უჩე) - ვ. კასადესუსი (73. კამარასა), ბარალი
გაფრთხილება: სარაბია, ვიგარაი, ესკუდერო, ემი - სიმაო, ტონიო, მორალესი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10-9 (2-3); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 5 954

სოსიედადი-ვილიარეალი 0:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - პარდო, გრანერო - ველა (75. გ. კასტრო), ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (66. კანალესი) - აგირეჩე (81. ფინბოგასონი)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, რუისი, დორადო (56. რუკავინა), იოკიჩი - ჯონათან დოს სანტოსი, პინა, ტრიგეროსი, ხ. კოსტა (77. ფრან სოლი) - კემპბელი, ხ. მორენო (68. მ. გომესი)
გაფრთხილება: გონსალესი - დოს სანტოსი, რუისი, ტრიგეროსი, ხუან კარლოსი (მოედანზე არ იყო)
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 13-19 (2-4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 17 073

26 აპრილი
მალაგა-დეპორტივო 1:1
გოლები: 1:0 ამრაბატი (47), 1:1 რიერა (60)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ს. სანჩესი, ველიგტონი, ბოკა - დარდერი (78. გერა), რესიო - სამუელი (72. ორტა), ხუანმი, კასტილიეხო (63. დუდა) - ამრაბატი
დეპორტივო (4-4-2): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, პ. ინსუა, ლუიზინიო - ლ. პერესი, ბერგანტინიოსი, ბორხესი, ხ. დომინგესი - კავალეირო (76. სალომაო), რიერა (80. პოშტიგა)
გაფრთხილება: ველიგტონი, ამრაბატი, სანჩესი, ბოკა, ხუანმი - ინსუა
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 9-3; კარში დარტყმა: 14-12 (5-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 19 000

ალმერია-ეიბარი 2:0
გოლები: 1:0 ტიევი (8), 2:0 ვერსა (68-პენ)
ალმერია (4-2-3-1): რუბენი - ხ. ნავარო, მ. დოს სანტოსი, ტრუხილიო, კასადო - ვერსა (85. კორონა), თომასი - ჯონათანი, ტიევი (89. მანე), ესპინოსა - ჰემედი (66. ვ. სილვა)
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ეკიზა, ლილიო, დიდაკ ვილა - ბორხა ფერნანდესი, დ. ბოატენგი - დელ მორალი, არუაბარენა (59. პიოვაკარი), აბრაამი (59. ლეკიჩი) - საულ ბერხონი (80. ლარა)
გაფრთხილება: კასადო, ტიევი, ესპინოსა, სილვა - აბრაამი, ბოატენგი, ლეკიჩი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 9-8 (3-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 10 715

სევილია-ვალეკანო 2:0
გოლები: 1:0 იბორა (16), 2:0 კარიშო (43)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ფიგეირაში, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - კრიხოვიაკი, ბანეგა (62. დეულოფეუ) - რეიესი (77. ასპასი), იბორა, დ. სუარესი - გამეირო (69. ბაკა)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ქუინი, ბა, ამაია (13. მორსილიო), ე. ინსუა - ბაენა, ტრაშორასი - აკინო (70. ემბარბა), პოსუელო (83. პოსუელო), კაკუტა - მანუჩო
გაფრთხილება: - მორსილიო, ინსუა
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 12-22 (7-3); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 30 000

სელტა-რეალი 2:4
გოლები: 1:0 ნოლიტო (9), 1:1 კროოსი (16), 1:2 ხ. ერნანდესი (24), 2:2 მინა (28), 2:3 ხ. როდრიგესი (43), 2:4 ხ. ერნანდესი (69)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ორელიანა (70. ბონგონდა), ა. ფერნანდესი, კრონ-დელი - მინა (75. პ. ერნანდესი), ლარივეი (73. შარლესი), ნოლიტო
რეალი (4-4-2): კასილიასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - ხ. როდრიგესი (85. არბელოა), ილიარამენდი, კროოსი, ისკო (82. ხესე) - ხ. ერნანდესი (74. პეპე), რონალდო
გაფრთხილება: ორელიანა, ხონი, კრონ-დელი - რამოსი, კარვახალი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-6; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 20-10 (4-7); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 34 000

27 აპრილი
ვალენსია-გრანადა 22:45

ბომბარდირები: 39 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 36 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 19 - ნეიმარი (ბარსელონა); 17 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური
28 აპრილი:
ბარსელონა-ხეტაფე, ბილბაო-რეალ სოსიედადი, ლევანტე-კორდობა

29 აპრილი:
ეიბარი-სევილია, რეალი-ალმერია, სელტა-მალაგა, ელჩე-დეპორტივო, ვილიარეალი-ატლეტიკო

30 აპრილი:
რაიო ვალეკანო-ვალენსია, გრანადა-ესპანიოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბსოლუტურად სწორია რუმენიგე და არ შეიძლება რომ არ დაეთახმო.მიკვირს როცა სიმეონეს გუნდს აქებენ.ეს ხომ ფეხბურთი არაა.გასაგებია თავდადება,საბრძოლო სულისკვეთება და ასე შემდეგ მაგრამ მთელი თამაში დაცვაში დგომა და სვარკა არავის აინტერესებს.
ფეოლა
14:59 27-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული