თავად მექსიკელ ფეხბურთელს სურს "სამეფო კლუბში" კარიერის გაგრძელება, თუმცა 26 წლის ფორვარდის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში "ატლეტიკო" (1:0) სწორედ ერნანდესის გოლით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში მის ანგარიშზე 6 გოლია.