მადრიდის "რეალს" ჩიჩარიტოს გამოსყიდვა 10 მლნ ევრო დაუჯდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) 10 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. სწორედ ეს თანხაა მითითებული საიჯარო ხელშეკრულებაში, - იუწყება AS.

თავად მექსიკელ ფეხბურთელს სურს "სამეფო კლუბში" კარიერის გაგრძელება, თუმცა 26 წლის ფორვარდის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში "ატლეტიკო" (1:0) სწორედ ერნანდესის გოლით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში მის ანგარიშზე 6 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული