ლა ლიგა. XXXIV ტურის წინ: ბასკური დერბის ტური

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტური მხოლოდ წუხელ, "ვალენსიასა" და "გრანადას" მატჩით დასრულდა და დღეს უკვე 34-ე ტური იწყება. ჩემპიონობის ნომერ პირველი კანდიდატი "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ხეტაფეს" მასპინძლობს, ხოლო მისი მდევარი "რეალი" "ალმერიას" დაუხვდება.

დიდი შანსია, მათ შორის 2-ქულიანი სტატუს-კვო შენარჩუნდეს. ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი "ატლეტიკო" "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ესტუმრება ვალენსიის მხარეში. თუმცა ტურის მშვენება უთუოდ ბასკური დერბი იქნება...

ყველა მწყობრშია
"ბარსელონას" მადრიდული "ხეტაფეს" წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ეს გუნდი, სატურნირო თვალსაზრისით, უმოტივაციოა - ალბათ, თუ ყველა დარჩენილი თამაში არ წააგო, "ხეტაფე" არ გავარდება
პრიმერადან. ალბათ, ამ სეზონში პირველად, ორშაბათის ვარჯიშზე ლუის ენრიკეს განკარგულებაში პირველი გუნდის 23 ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაში გამოცხადდა.

ექიმებმა ბელგიელ მცველ თომას ვერმალენსაც კი მისცეს თამაშის უფლება და არ გამოვრიცხავთ მის დებიუტს "ბარსას" მაისურით, რომელიც ასე დაგვიანდა.

ლუის ენრიკე ამაღლებულ განწყობაზე შეხვდა ჟურნალისტებს წინასამატჩო პრესკონფერენციაზე:

"ხეტაფე" საშიში გუნდია, ის ინტენსიურად იცავს თავს და შეტევის კარგი პოტენციალიც გააჩნია. იმის მიუხედავად, რომ მუდმივად საკადრო პრობლემები ჰქონდათ სეზონის განმავლობაში, მადრიდელები უკვე თითქმის დარჩენილები არიან. დარწმუნებული ვარ, "ხეტაფეს" შეუძლია, პრობლემები შეგვიქმნას "კამპ ნოუზე". არ ვიცი, რამდენი ქულა გვეყოფა ჩემპიონობისთვის, მაგრამ ვიცი, რომ "ხეტაფესთან" 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.

უკან "რეალია", რომელიც ალბათ, არაფერს დათმობს. შეიძლება "ხეტაფე" "სევილიას", "ვალენსიას" და "ესპანიოლის" დარად, შემტევ ფეხბურთს ვერ თამაშობს, მაგრამ რთული მეტოქეა. რაფინია კარგ ფორმაშია. მართალია, შარშან ის უფრო მეტს თამაშობდა სხვა კლუბში, მაგრამ მე მისი შესაძლებლობების მჯერა. რაფინიას თავის პოზიციაზე არნახული კონკურენციის დაძლევა უწევს.

"ბარსასთვის" და ფეხბურთელისთვის შესანიშნავი სიახლეა, რომ ვერმალენი მწყობრშია. რა თქმა უნდა, ვერმალენი აუცილებლად დაგვეხმარება ამ სეზონში".

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მწყობრშია, ლუის ენრიკეს ჟორდი ალბას იმედი არ უნდა ჰქონდეს, მცველი წინა ტურში გააძევეს. მას მარცხენა ფრთაზე ადრიანო შეცვლის.

"რეალის" ახალი ტრიდენტი
ვიგოში "რეალმა" შემტევი ფეხბურთი ითამაშა და 4:2 მოიგო. კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, "სამეფო კლუბმა" უკვე 301 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრებაში. ეს საშუალოდ 2,7 გოლია თამაშში. "თეთრებმა" შარშანდელი ლა ლიგა 104 გოლით დაასრულეს, ახლა უკვე 99 გოლი აქვთ გატანილი და ალბათ, ამ შედეგსაც გააუმჯობესებენ დარჩენილ ხუთ შეხვედრაში.

ჯეიმს (ხამეს) როდრიგესი გახდა "რეალის" მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც 10 გოლზე მეტი გაიტანა ლა ლიგის სეზონში. აქამდე ასეთი "რეალის" შემტევი ტრიდეტი (რონალდო, ბენზემა, ბეილი) იყო. ამ კვარტეტმა "რეალის" 99 გოლიდან 78 გაიტანა.

გალისიური მატჩის მერე "რეალმა" მზადება განაგრძო. მეტოქე "ალმერიაა", რომელიც გააფთრებით იბრძვის ლა ლიგაში დარჩენისთვის და რომელმაც ჯერ ისიც კი არ იცის, 31 ქულა აქვს თუ 28. ერთ-ერთი ფეხბურთელის ტრანსფერის დავალიანებისთვის ფიფამ "ალმერიასთვის" 3 ქულის ჩამოკლება მოითხოვა, თუმცა ეს გადაწყვეტილება კლუბმა გაასაჩივრა.

ანჩელოტიმ პირველი გუნდის ვარჯიშზე მარტინ ედეგორი მიიწვია, თუმცა არა გვგონია, ნორვეგიელი თინეიჯერი "რეალის" სამატჩო განაცხადში მოხვდეს. გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა და ლუკა მოდრიჩი კვლავ ტრავმირებულნი არიან. "ალმერია" განსაკუთრებით ხავიერ ერნანდესს უნდა უფრთხოდეს, ის კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება. მექსიკელმა ფორვარდმა "რეალის" ბოლო 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მოკლედ, რონალდოსთან ერთად, ანდალუსიელებს ჩიჩარიტოს გაჩერებაც უნდა გაუჭირდეთ.

"ბედნიერი ვარ, ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. თამაშისას მთელ ენერგიას მოედანზე ვტოვებ, ბოლომდე ვიხარჯები. მინდა, მიღებული შანსი კარგად გამოვიყენო", - აცხადებს მექსიკელი ფორვარდი.

მოკლედ, "ალმერიას" "რეალის" ახალი ტრიდეტი (შემტევი ტრიო) დაუპირისპირდება (კრიშტიანო, ჩიჩარიტო, ხამესი), სადაც ძველიდან მხოლოდ პორტუგალიელია დარჩენილი.

დერბი
ბილბაოში "ატლეტიკი" დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს. მასპინძლები მე-8 ადგილზე არიან და ჯერ კიდევ იბრძვიან ევროსაგზურებისთვის. ამასთან, "ბილბაო" კოპა დელ რეის ფინალშია გასული. აი, "რეალ სოსიედადისთვის" კი ეს სეზონი არაფრით გამოირჩა. შოტლანდიელის გუნდზე ერთადერთის თქმა შეიძლება დანამდვილებით - აღარ გავარდება.

მიუხედავად ამისა, ბასკური დერბი მაინც ყურადღების ცენტრშია და სხვაგვარად ვერც იქნებოდა. წინა 134 დაპირისპირებიდან "ბილბაომ" 56 მოიგო, "რეალ სოსიედადმა" კი - 45.

ლა ლიგა. XXXIII ტური
27 აპრილი
ვალენსია-გრანადა 4:0
გოლები: 1:0 ფუეგო (26), 2:0 პარეხო (40-პენ), 3:0 ფეგული (85), 4:0 ნეგრედო (88)
ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში (62. ე. პერესი) - ფეგული, პ. ალკასერი (68. ნეგრედო), როდრიგო (66. დე პაული)
გრანადა (4-4-2): რობერტო - ნიომი, კალა, მაინსი, ე. ინსუა (54. ლ. მარტინსი) - პიტი (71. რიკი), ფ. რიკო, იტურა, კანდეიაში - საქსესი, კორდობა (64. როჩინა)
გაფრთხილება: გაია, პარეხო, ფეგული - ინსუა, ნიომი, რიკო
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13-5 (6-0); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 43 800

ლა ლიგა. XXXIV ტური
28 აპრილი
ბარსელონა-ხეტაფე 22:00
დისკვალიფიკაცია: ალბა - ველასკესი, ალექსისი
ტრავმა: ვერმალენი (?) - იოდა, ვასკესი, ლაფიტა, ვალერა
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +17=5-3, (55-23)

ბილბაო-სოსიედადი 00:00
დისკვალიფიკაცია: ზალდუა (სოს)
ტრავმა: ფერნანდესი, ბალენსიაგა, მუნიაინი, გომესი (?) - ანსოტეგი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +11=15-11, (46-50)

ლევანტე-კორდობა 00:00
დისკვალიფიკაცია: გარსია (კორ)
ტრავმა: დიოპი - ბუსონი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +5=6-4, (22-18)

29 აპრილი
ეიბარი-სევილია 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნავასი, ხიმენესი - ბეტო, ვიტოლო, კრისტოფორო, ბარბოსა, პარეხა
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +1=3-3, (5-9)

რეალი-ალმერია 22:00
დისკვალიფიკაცია: დუბარბიერი (ალმ)
ტრავმა: მოდრიჩი, ბენზემა, ბეილი, მედრანი - ველესი, სორიანო, მიჩელი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +8=2-1, (35-10)

სელტა-მალაგა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რადოია, პლანასი, ოუბინია -
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +6=6-8, (27-24)

ელჩე-დეპორტივო 00:00
დისკვალიფიკაცია: ნიგესი, როდრიგესი, პაშალიჩი - ტოჩე, სიდნეი
ტრავმა: ალბაკარი, პელეგრინი, ანხელი - ვილკი, ხუანფრანი (?), ლუკასი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=0-4, (7-11)

ვილიარეალი-ატლეტიკო 00:00
დისკვალიფიკაცია: ბაილი (ვილ)
ტრავმა: ვიეტო, სანტოსი, მუსაჩიო, ჩერიშევი, სორიანო, მარინი, უჩე - სუარესი, სიკეირა (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +11=6-10, (40-42)

30 აპრილი
ვალეკანო-ვალენსია 22:00
დისკვალიფიკაცია: ტიტო (რაიო)
ტრავმა: ლეო, ბაენა (?), ალვარესი - პიატი (?), მუსტაფი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +5=3-15, (25-53)

გრანადა-ესპანიოლი 00:00
დისკვალიფიკაცია: პერესი - სანჩესი
ტრავმა: მარე, კარლოსი (?), მარკესი, ბაბენი, მურილიო, სილვესტრი, კოლუნგა - მატიონი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +2=1-4, (4-8)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები:
39 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 36 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 19 - ნეიმარი (ბარსელონა); 17 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული