ლა ლიგა. XXXV ტურის წინ: ანდალუსიური სტუმარმასპინძლობა

AutoSharing Option
ფოტოზე: გარეთ ბეილმა ვარჯიში განაახლა
მაშინ, როცა ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი "ბარსელონა" ბოლოადგილოსან "კორდობას" ეთამაშება, რომელსაც ალბათ, ოფიციალურად გაუფორმებს სეგუნდა დივიზიონის საგზურს, "რეალი" ანდალუსიის ცენტრში ჩადის და "სანჩეს პისხუანზე" "სევილიას" დაუპირისპირდება.

აუღებელი ციხე-სიმაგრე
მადრიდელებს დარჩენილ 4 მატჩში ფეხის დაცდენის უფლება არა აქვთ, მაგრამ როგორ გინდა იმარჯვო იქ, სადაც წელიწადზე მეტია, არავის მოუგია ლა ლიგაში.

უნაი ემერის "სევილია" ერთადერთი გუნდია ლა ლიგის ამ გათამაშებაში, რომელსაც მშობლიურ სტადიონზე არ წაუგია.

ბუნებრივია, ბასკი სპეციალისტის გუნდი, რომელიც ევროპალიგის საგზურის შენარჩუნებისთვის იბრძვის და თბილისში სუპერთასზე
ჩამოსვლის რეალური კანდიდატია, არც "რეალს" გაატანს იოლად ქულებს. მით უფრო, რომ ანდალუსიელებს გააფთრებული ბრძოლა აქვთ ვალენსიელებთან მეოთხე ადგილისთვის, რომელიც გაისად ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა.

"რეალის" ბანაკში სასიხარულო ამბავია, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა უელსელმა გარეთ ბეილმა და მან შეიძლება მოახერხოს "სევილიასთან" თამაში.

"ჩვენ ძალიან საინტერესო პერიოდი გვაქვს, როტაციას არ ვაპირებ. შევეცდებით, მოვიგოთ სევილიაში, რაც ამ სეზონში არავის გამოუვიდა. ბეილი? არ ვიცი, იმედია, ტურინში ის უკვე ნამდვილად გვეყოლება", - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ლიდერი და მაჩანჩალა
"ბარსელონა" ესპანეთის ძველ ცენტრ კორდობას ეწვევა და ადგილობრივ მაჩანჩალა გუნდს დაუპირისპირდება, რომელთანაც არათუ არ წაუგია აქამდე, გოლიც კი არ გაუშვია.

დიდებულ ფორმაშია "ბარსას" შემტევი ტრიო: ლეო მესის, ნეიმარსა და ლუის სუარესს ერთად 102 გოლი აქვთ გატანილი ყველა შეჯიბრებაში და 16 გოლი აკლიათ "რეალის" შემტევი ტრიოს 2008/09 წლების სეზონის მიღწევამდე.

სეზონის ბოლომდე კი 4 ტური, თასის ფინალი და ჩემპიონთა ლიგის მატჩები რჩებათ.

ხულიგანი ფანები
"დეპორტივო" "ვილიარეალს" მასპინძლობს. გუნდი გავარდნის პირასაა და ყოველი ქულა მისთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ ხეირიან მზადებას ვერ ახერხებს საკუთარი ფანების გამო. 50-მდე განრისხებული ფანი (წინა ტურში "დეპორტივო" "ელჩესთან" 0:4 განადგურდა) შეიჭრა კლუბის ბაზაზე და გუნდს ვარჯიშის საშუალება არ მისცა.

ლაკორუნიელები 34 ტურის შემდეგ მე-18 ადგილზე არიან.

ლა ლიგა. XXXV ტური
პარასკევი. 1-ლი მაისი
სოსიედადი-ლევანტე 22:45
დისკვალიფიკაცია: გონსალესი (სოს)
ტრავმა: ანსოტეგი
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +3=7-7, (17-21)

შაბათი. 2 მაისი
კორდობა-ბარსელონა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გარსია, ბუსონი - ვერმალენი (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=0-3, (0-12)

ატლეტიკო-ბილბაო 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სუარესი, მანჯუკიჩი (?) - ტოკერო, გომესი, მუნიაინი, გილერმო
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +24=5-13, (77-51)

სევილია-რეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პარეხა, ვიტოლო, ბეტო, კრისტოფორო, ბარბოსა - მოდრიჩი, ბენზემა, ბეილი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +11=3-28, (58-103)

დეპორტივო-ვილიარეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: ჯონათან დოს სანტოსი (ვილ)
ტრავმა: ვილკი - ასენხო, ვიეტო, უჩე, მუსაჩიო, ჩერიშევი, ჯოვანი დოს სანტოსი, სორიანო
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +11=4-10, (32-29)

კვირა. 3 მაისი
ესპანიოლი-ვალეკანო 14:00
დისკვალიფიკაცია: მორენო (ესპ)
ტრავმა: მატიონი, სევილია- ბაენა, ბა, ლეო ბაპტიშტაო, მორსილიო, ამაია, ალვარესი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +11=6-4, (42-22)

ხეტაფე-გრანადა 19:00
დისკვალიფიკაცია: ველასკესი (ხეტ)
ტრავმა: ვასკესი, ვალერა, ლაფიტა, იოდა - მურილიო, ინსუა, ისრაფილოვი, მარკესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +2=3-2, (9-9)

ვალენსია-ეიბარი 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიატი - ნავასი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=0-?5
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (1-0)

მალაგა-ელჩე 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კამაჩო - ალბაკარი, პელეგრინი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=0-3, (8-6)

ორშაბათი. 4 მაისი
ალმერია-სელტა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სორიანო, მასედო, ველესი - რადოია, პლანასი, ოუბინია, ლარივეი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=0-6, (10-16)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები:
39 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 38 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 20 - ნეიმარი (ბარსელონა); 19 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი), არიც ადურისი (ბილბაო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული