მადრიდის "რეალი" მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი კლუბების რეიტინგის სათავეში რჩება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" კვლავაც რჩება მსოფლიოს უძვირფასეს საფეხბურთო კლუბად, გამოცემა Forbes-ის ვერსიით.

"სამეფო კლუბი", რომელიც 3,26 მლრდ დოლარად ფასდება, ამ რეიტინგის სათავეში მეთორმეტედ მოექცა. გასულ წელს კლუბის შემოსავალმა 746 მლნ დოლარს მიაღწია, რაც კონკურენტთა ამავე მაჩვენებლებს აღემატება.

ჩამონათვალში მეორე ადგილზე "ბარსელონაა" - 3,16 მლრდ დოლარით, მესამე კი "მანჩესტერ იუნაიტედია" (3,1 მლრდ).

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ მიუნხენის "ბაიერნი" (2,35 მლრდ), "მანჩესტერ სიტი" (1,38 მლრდ), ლონდონის "ჩელსი" (1,37 მლრდ), ლონდონის "არსენალი" (1,31 მლრდ), "ლივერპული" (0,98 მლრდ), ტურინის "იუვენტუსი" (0,84 მლრდ) და "მილანი" (0,76
მლრდ).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული