ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იუწყება ესპანურ შრომით კანონმდებლობაზე დაყრდნობით.
თუ გაფიცვის მუქარა მოქმედებაში გადავა, მაშინ "ბარსელონა" 9 მაისს "სოსიედადთან" გამარჯვების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდება ან ჩემპიონი "რეალი" გახდება, თუ ტურის შედეგების მიხედვით, სატურნირო ცხრილში "ბარსელონას" გადაასწრებს.
ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში ადგილებიც 36 ტურის შედეგების მიხედვით გადანაწილდება.
გარდა ამისა, გაფიცვა ესპანეთის თასის ჩატარებას ეჭვქვეშ
გაფიცვის მუქარა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყველა მხარე არ დაეთანხმა ტელეუფლებებიდან მიღებული შემოსავლების გადანაწილების ახალ სისტემას.