ლა ლიგა. XXXVII ტური: მესის ოქროს გოლი და "ბარსა" ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
"ვისენტე კალდერონზე", მატჩის 65-ე წუთზე ლეო მესიმ კედელი გაითამაშა პედროსთან და "ატლეტიკოს" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელიც ოქროს გოლი აღმოჩნდა "ბარსელონასთვის" - ლუის ენრიკეს გუნდმა ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსელონამ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ატლეტიკო" და მეორე მადრიდული კლუბისთვის, "რეალისთვის" მიუღწეველი გახდა. ლეო მესიმ ლა ლიგის ამ სეზონში 41-ე გოლი გაიტანა, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, რომ ბომბარდირთა დავაში პირველობაში შეეცილოს კრიშტიანო რონალდოს, რომელიც არგენტინელს უკვე 4 გოლით უსწრებს.

"ბარსელონა" 23-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეტჯერ ჩემპიონი "სამეფო კლუბი"
გახდა - 32-ჯერ. ეს მწვრთნელ ლუის ენრიკეს პირველი ტროფეია.

მადრიდის "რეალმა" სტუმრად "ესპანიოლი" 4:1 გაანადგურა. ჰეთ-თრიკი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ და გოლების რიცხვი 45-მდე გაზარდა. ახლა რონალდოს "310 გოლი აქვს "სამეფო კლუბის" მაისურით, პორტუგალიელმა გაუსწრო ალფრედო დი სტეფანოს და კლუბის ისტორიაში უკვე მეორე ადგილზეა რაულის (323) შემდეგ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკომ" წააგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური თითქმის გაინაღდა, რადგან "ვალენსია" შინ "სელტას" დაუზავდა - 1:1. "ღამურებმა" საქმე ერთობ გაირთულეს, "სევილია" ახლოსაა და ბოლო ტურში ისინი ლიგის საგზურის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან.

ლა ლიგიდან უკვე გავარდნილია "კორდობა". აი, დარჩენილი ორი უიღბლო კი ბოლო ტურში გამოვლინდება. "კანდიდატი" ოთხია: "ალმერია", "ეიბარი", "გრანადა" და "დეპორტივო".

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXVII ტური
17 მაისი
ვილიარეალი-მალაგა 2:1
გოლები: 1:0 ხ. მორენო (82), 2:0 ხ. მორენო (87), 2:1 დარდერი (90)
ვილიარეალი (4-4-2): ხუან კარლოსი - რუკავინა, დორადო (87. მარიო), რუისი, იოკიჩი - კემპბელი (46. მ. გომესი), ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, ხ. კოსტა - ვიეტო, ჯოვანი დოს სანტოსი (72. ხ. მორენო)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, მ. ტორესი - დარდერი, ნაჩო კამაჩო - კასტილიეხო (70. დუდა), ამრაბატი, ორტა (63. ხუანმი) - გერა
გაფრთხილება: დოს სანტოსი, ვიეტო, რუკავინა - დარდერი
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 6-6; კარში დარტყმა: 8-15 (2-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 13 105

ელჩე-ბილბაო 2:3
გოლები: 1:0 ჟონათასი (32), 2:0 ჟონათასი (45), 2:1 აკეჩე (80), 2:2 სან ხოსე (87), 2:3 უილიამსი (92)
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, პელეგრინი, სისმა - მოსკერა, ა. გონსალესი - ვ. როდრიგესი (84. გ. როდრიგესი), ფაირი (88. პაშალიჩი), ა. ნიგესი (72. კორომინასი) - ჟონათასი
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - დე მარკოსი, სან ხოსე, ლაპორტი, ბალენსიაგა - ბენიატი, იტურასპე (56. გურპეგი) - უილიამსი, მ. რიკო (82. სუსაეტა), ვიგერა (67. აკეჩე) - ადურისი
გაფრთხილება: ჟონათასი, სისმა - ადურისი, სუსაეტა
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 8-4; კარში დარტყმა: 10-17 (3-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 22 693

დეპორტივო-ლევანტე 2:0
გოლები: 1:0 ლოპო (22), 2:0 ხუანფრანი (80)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ლაურე, ლოპო, სიდნეი, მ. პაბლო (9. ხ. დომინგესი) - ბერგანტინიოსი, ბორხესი - სალომაო, ლ. პერესი (89. ტოჩე), ლუიზინიო - რიერა (65. ხუანფრანი)
ლევანტე (5-3-2): მარინიო - ი. ლოპესი (72. რ. მარტინსი), ვინტრა, რამისი (65. კამარასა), ხუანფრანი, ტონიო - მ. სისოკო (46. ელ ჟარი), სიმაო, ხოსე მარი - მორალესი, ვ. კასადესუსი
გაფრთხილება: რიერა, ლუიზინიო, ლოპო - სისოკო, კასადესუსი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10-5 (3-1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 30 251

ატლეტიკო-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 მესი (65)
ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, სიკეირა - გაბი, მ. სუარესი (68. რაულ გარსია) - არდა თურანი (72. მანჯუკიჩი), გრიზმანი, კოკე - ფ. ტორესი (80. საულ ნიგესი)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა (80. მატიო) - რაკიტიჩი (87. რაფინია), ბუსკეტსი, ინიესტა (82. ჩავი) - პედრო, მესი, ნეიმარი
გაფრთხილება: გოდინი, კოკე, გაბი, ხიმენესი, სიკეირა - პედრო, ნეიმარი, მესი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 23-7; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-15 (3-5); ბურთის ფლობა: 23%-77%.
მაყურებელი: 53 256

სოსიედადი-გრანადა 0:3
გოლები: 0:1ელ-არაბი (74), 0:2 იბანიესი (79), 0:3 როჩინა (88)
რეალ სოსიედადი (4-4-2): ზუბიკარაი - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი (82. ე. გონსალესი), დე ლა ბელია - ველა, ჩაბი პრიეტო, ბერგარა, გ. კასტრო - კანალესი, ფინბოგასონი (65. აგირეჩე)
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ბაბენი, მაინსი, ხუან კარლოსი - იტურა, ხ. მარკესი (87. რ. პერესი) - ლ. ბანგურა (64. იბანიესი), პიტი (73. ფ. რიკო), როჩინა - ელ-არაბი
გაფრთხილება: პრიეტო - ბანგურა, მარკესი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 7-15 (1-6); ბურთის ფლობა: 64%-34%.
მაყურებელი: 20 644

კორდობა-ვალეკანო 1:2
გოლები: 0:1 ბაენა (21), 1:1 ლუსო (56), 1:2 ემბარბა (78)
კორდობა (4-2-3-1): საისარი - გუნინო, ბარერა, ლუსო, ედიმარი - კრჰინი (40. ფ. სორიანო), აბელი (72. როსი) - ვიკო (80. ელდონი), ბორხა გარსია, ფიდელი - ანდონე
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ქუინი, ზე კაშტრო, ამაია, ე. ინსუა - ბაენა (48. იოსაბედი), ტრაშორასი - აკინო, ბუენო, ლიკა (74. ემბარბა) - მიკუ (63. ლეო ბაპტიშტაო)
გაფრთხილება: -
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 5-13; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 14-22 (2-10); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 7 619

ხეტაფე-ეიბარი 1:1
გოლები: 1:0 ინესტროსა (33), 1:1 ბორხა (36)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ალექსისი, ველასკესი (83. ვიგარაი), ნალდო, ესკუდერო - ხ. როდრიგესი, ლასენი - პედრო ლეონი, დ. კასტრო (92. ფელიპი), ინესტროსა - ბ. დიავარა (66. ი. ლოპესი)
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, რ. ნავასი (77. ანიბარო), ლილიო, დიდაკ ვილა - ერასტი, ბორხა (90. დ. ბოატენგი) - კაპა, აურაბარენა, ლარა - დელ მორალი (45. ს. ბერხონი)
გაფრთხილება: - ბორხა, ვილა
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14-5 (4-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 7 200

ესპანიოლი-რეალი 1:4
გოლები: 0:1 რონალდო (59), 1:1 სტუანი (73), 1:2 მარსელო (79), 1:3 რონალდო (83), 1:4 რონალდო (91)
ესპანიოლი (3-4-1-2): კასილია - ალვარო, კოლოტო (84. მონტანიესი), ე. მორენო - არბილია, ვ. სანჩესი, ხ. ლოპესი, ვ. ალვარესი - აბრაამი (84. მატიონი) - ს. გარსია, კაისედო (64. სტუანი)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი (81. ნაჩო), პეპე, ვარანი, მარსელო - ისკო (73. ილიარამენდი), კროოსი, ხ. როდრიგესი - ბეილი, ბენზემა (63. ხ. ერნანდესი), რონალდო
გაფრთხილება: კაისედო, სანჩესი - პეპე, კარვახალი, მარსელო
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 15-18 (3-7); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 30 180

ვალენსია-სელტა 1:1
გოლები: 0:1 პ. ერნანდესი (8), 1:1 ოტამენდი (71)
ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი (70. ნეგრედო), ოტამენდი, გაია - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში (35. ე. პერესი) - ფეგული, პ. ალკასერი, პიატი (58. დე პაული)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ა. ლოპესი (81. ს. გომესი), კრონ-დელი - ორელიანა, პ. ერნანდესი (66. ბ. ფერნანდესი), ნოლიტო - ლარივეი (86. შარლესი)
გაფრთხილება: მუსტაფი - კაბრალი, ნოლიტო, კრონ-დელი, ფერნანდესი, მალიო
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 21-11 (7-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 35 000

სევილია-ალმერია 2:1
გოლები: 0:1 ტიევი (30), 1:1 იბორა (65), 2:1 იბორა (71)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ფიგეირაში, არიბასი (58. ტრემულინა), კოლოძეიჩაკი, ფ. ნავარო (57. ასპასი) - მბია, ბანეგა - დ. სუარესი, იბორა, რეიესი (76. ვიტოლო) - გამეირო
ალმერია (4-2-3-1): რუბენი - მიჩელი, ხ. ნავარო (17. ტრუხილიო), მ. დოს სანტოსი, დუბარბიერი - თომასი, კორონა (64. აზეეზი) - ვ. სილვა (74. ჰემედი), ესპინოსა, ჯონათანი - ტიევი
გაფრთხილება: - კორონა, რუბენი, თომასი, დუბარბიერი
გაძევება: ტრუხილიო (75)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15-14 (3-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 32 511

ბომბარდირები: 45 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 41 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ნეიმარი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 20 - კარლოს ბაკა (სევილია).

მომდევნო ტური
23 მაისი:
ბილბაო-ვილიარეალი, ლევანტე-ელჩე, ბარსელონა-დეპორტივო, გრანადა-ატლეტიკო, რაიო ვალეკანო-რეალ სოსიედადი, ეიბარი-კორდობა, რეალი-ხეტაფე, სელტა-ესპანიოლი, ალმერია-ვალენსია, მალაგა-სევილია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
Oqros messis oqros goli.saocari, zertuli,sachempiono goli.ugulshematkivret fexburts anu messis,barselonas.
kaxa
11:51 18-05-2015
0
ესპანიოლთან ბოლო გოლი როგორც შეასრულა რონალდომ, ეგრე რომ ეთამაშა ბეილს იუვესთან ახლა ფინალში იქნებოდა. რონალდომ ყველა ასპარეზზე ჩაიხია მესი
oceola
13:15 18-05-2015
0

სიახლეები პოპულარული