ჩავი "ბარსელონადან" ყატარში მიდის

AutoSharing Option
21 მაისს ბარსელონაში პრესკონფერენციას გამართავს ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი. "ელ დიარიო მონტანიესი" ამტკიცებს, რომ ვეტერანი ფეხბურთელი "ბარსელონადან" წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს. 35 წლის ჩავის "ბარსასთან" კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს.

იგივე წყარო ამტკიცებს, რომ ჩავი კარიერას ყატარში, კლუბ "ალ-სადში" გააგრძელებს. ახლახან ჩავი, "ბარსელონასთან" ერთად, ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ის ამჟამად "ბარსას" მოქმედ ფეხბურთელებში ყველაზე ტიტულოვანია - მის ანგარიშზე 23 ტიტულია.

ის 8-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ესპანეთის თასი; 6-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორ-ორჯერ ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა
მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობას არ თვლით
nugzari
20:26 19-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული