ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" ოფიციალურად დაემშვიდობა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენციაზე გუნდიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

ჩავი 35 წლისაა და აქედან 24 წელიწადი "ბარსელონაში" გაატარა, რომელთან ერთადაც 23 საკლუბო ტიტული მოიგო. ჩავი მოქმედ ფეხბურთელებში ყველაზე მეტჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (8-ჯერ).

ვეტერანმა დაადასტურა, რომ ყატარის "ალ-სადში" გადადის. "25 სეზონი გავატარე "ბარსელონაში", ახლა კი წასვლის დროა. ყატარში ძალიან საინტერესო პროექტი მელოდება", - განაცხადა ჩავიმ, რომელიც "ბარსას" ფორმას კიდევ სამჯერღა მოირგებს: ბოლო ტურის მატჩში, ესპანეთის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული