ჩავი 35 წლისაა და აქედან 24 წელიწადი "ბარსელონაში" გაატარა, რომელთან ერთადაც 23 საკლუბო ტიტული მოიგო. ჩავი მოქმედ ფეხბურთელებში ყველაზე მეტჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (8-ჯერ).
ვეტერანმა დაადასტურა, რომ ყატარის "ალ-სადში" გადადის. "25 სეზონი გავატარე "ბარსელონაში", ახლა კი წასვლის დროა. ყატარში ძალიან საინტერესო პროექტი მელოდება", - განაცხადა ჩავიმ, რომელიც "ბარსას" ფორმას კიდევ სამჯერღა მოირგებს: ბოლო ტურის მატჩში, ესპანეთის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგაზე.