* მარტინ ედეგორი "რეალის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია - 16 წლის, 5 თვის და 6 დღის. აქამდე რეკორდი ალბერტო რივერას ეკუთვნოდა - 17 წელი, 3 თვე და 25 დღე.
* მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ ამ სეზონის 38 ტურში 38 სხვადასხვა შემადგენლობა დააყენა.
* "ბარსელონას" რიგებში დებიუტი ჰქონდათ თომას ვერმალენსა და იორდი მასიპს.
* გაისკა გარიტანო "ეიბარის" მწვრთნელობიდან გადადგა.
ჯერ
500-ზე მეტი მატჩი "ბარსელონაში", 133 მატჩი ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, სამგზის (ჯერჯერობით) ლიგის მომგები, ესპანეთის 8-გზის ჩემპიონი - მოდი და, აჯობე ტიტულებით. მთელი კარიერა ერთ კლუბში გაატარა ხავიერ ერნანდეს კრეუსმა, რომელიც მისთვის ოჯახიც იყო, სახლიც და სამუშაოც.
შესაძლოა, ის კიდევ დაბრუნდეს კლუბში სხვა სტატუსით, მაგრამ შაბათს მთელი "კამპ ნოუ" ფეხზე წამომდგარი აცილებდა ჩავის დამსახურებულ პენსიაზე... ყატარში.
იცხოვრე და სხვაც აცხოვრე
სეზონის ბოლო მატჩი "ბარსელონამ" ვერ მოიგო. გუნდი მოეშვა ლეო მესის მორიგი დუბლის შემდეგ და "დეპორტივოს" 2:2 დაუზავდა. ფრე, რომელმაც ერთ დროს სახელიანი "დეპორტივო" პრიმერაში დატოვა. წაგება გალისიელებს გაწირავდა, რადგან "ეიბარმა" თავისი თამაში მოიგო, ხოლო "გრანადამ" ასე მოსალოდნელი ფრე ითამაშა "ატლეტიკოსთან", მაგრამ "ბარსამ" არ გაწირა "დეპორი", მეორე ტაიმში კი მთავარი, რაც მოედანზე ხდებოდა, ჩავის გაცილება იყო. გრანადაში მართლაც ამაზრზენი თამაში იყო - ქულა "ატლეტიკოს" მესამე ადგილს (და ლიგის ჯგუფურ ეტაპს) უნაღდებდა, 90 წუთის განმავლობაში ორივე გუნდმა კარში მხოლოდ ერთხელ (!) დაარტყა. მოკლედ, ბოლო ტურის დევიზი პრიმერაში ასეთი იყო: იცხოვრე და სხვაც აცხოვრე.
პაკოს ოქროს გოლი
"დეპორს" და "გრანადას" ბოლო ტურის მეტოქეებში გაუმართლა, აი, "ალმერიას" კი არა - "ვალენსიას" ქულები ჰაერივით სჭირდებოდა, "სევილიას" წარმატების გათვალისწინებით, "ღამურებს" მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს, არადა, ორჯერ აგებდნენ მატჩში გამწარებულ მეტოქესთან. უნაი ემერის გუნდი მალაგაში 3:0 დაწინაურდა და ცხადი იყო, "ვალენსიას" მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს მეკარე დაუშავდათ, ბოლოს მაინც დაიჭირეს მეტოქე შეცდომაზე და პაკო ალკასერმა "ვალენსიას" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი აჩუქა. "სევილიას" კი ჯერ ყველაფერი წინ აქვს - თუ ევროპალიგას მოიგებს, უნაი ემერის გუნდი მაინც შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს, ხოლო ესპანეთს ტურნირზე ხუთი კლუბი ეყოლება!
სხვათა შორის, რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს, ჩამოაკლონ თუ არა საბოლოოდ ფიფას რეკომენდაციით გადაწყვეტილი 3 ქულა "ალმერიას", მაგრამ ახლა ამას ანდალუსიური კლუბისთვის აზრი აღარ აქვს - "ალმერია" გავარდა.
ის, რაც ბევრია ათოსისთვის...
"ხეტაფესთან" თამაშის წინ, ესპანური მედია წერდა, რომ კარლო ანჩელოტიმ უკვე იცის თავისი მოხსნის შესახებ და იცის, რომ მას რაფა ბენიტესი შეცვლის. პირველი ტაიმი ისე დამთავრდა, ბევრი იფიქრებდა, რომ ანჩელოტის მოხსნას წყალი აღარ გაუვიდოდა - 3:3. თუმცა კრიშტიანო რონალდომ ჰეთ თრიკი შეასრულა და 48 გოლით "პიჩიჩი" მოიგო. მეორე ტაიმში რონალდომ "კალამი გვერდზე გადადო" და ადგილი 16 წლის სენსაციას, მარტინ ედეგორს დაუთმო. საბოლოოდ მატჩის ანგარიში ჩოგბურთის ტაი ბრეიკს უფრო მოგაგონებთ - 7:3 "რეალის" სასარგებლოდ. მაგრამ, რაც ათოსისთვის ძალიან ბევრია, გრაფ დე ლა ფერისთვის ძალიან ცოტაა...
მატჩის შემდეგ რონალდომ საჯაროდ გამოხატა ანჩელოტის მხარდაჭერა - "ტვიტერზე" საერთო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით,
"დიდი მწვრთნელი და დიდი პიროვნება. იმედია, ჩვენ მომავალ სეზონშიც ერთად ვიმუშავებთ". თავად ანჩელოტიმ თქვა, რომ ან რჩება "რეალში", ან კარიერაში ერთწლიან შვებულებას აიღებს...
ტურის ხუთი ფაქტი
1. ნიკოლას ოტამენდი (ვალენსია) ჩემპიონატის ბომბარდირია მცველებში - 6 გოლით.2. "ბილბაოს" ფორვარდმა არიც ადურისმა გაიმეორა ფერნანდო ლორენტეს საუკეთესო მიღწევა - 18 გოლი ჩემპიონატში.
3. ლეო მესიმ "ბარსელონას" 55 მატჩში 55 გოლი გაიტანა ამ სეზონში.
4. "სევილიასთვის" ეს ისტორიაში საუკეთესო შედეგია ქულებისა და მოგებების მიხედვით.
5. მარსელო (რეალი) მცველთა შორის პირველია საგოლე პასებში - 7.
სიტყვები ყველაზე ბედნიერი ადამიანისგან
დაბოლოს ჩავის სიტყვები: "ყველას ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. დღეს მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. აქ 17 სეზონი ვითამაშე, "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ჩვენ კიდევ გვჭირდება ორი ტიტული ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგის მოგება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ტიტულებსაც ერთად ვიზეიმებთ". ლა ლიგა. ბოლო ტური
23 მაისი
ლევანტე-ელჩე 0:0
ლევანტე (5-3-2): მარინიო - პ. ლოპესი (72. მ. სისოკო), ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი, ტონიო - მორალესი, ხოსე მარი, კამარასა (80. რ. მარტინსი) - ვ. კასადესუსი (63. რუბენ გარსია), ბარალი
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი (86. პოლი) - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, სისმა - პაშალიჩი, მოსკერა - ვ. როდრიგესი, ფაირი (82. გ. როდრიგესი), ა. ნიგესი (70. კორომინასი) - კ. ერერა
შენიშვნა: ნიგესმა ვერ გაიტანა პენალტი (68)
გაფრთხილება: ბარალი, ტონიო - ლომბანი, სუარესი, კორომინასი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-15 (0-6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 11 847
ბილბაო-ვილიარეალი 4:0
გოლები: 1:0 ადურისი (24-პენ), 2:0 ირაოლა (27), 3:0 ბენიატი (35), 4:0 ადურისი 60)
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - დე მარკოსი, ეჩეიტა (78. იტურასპე), ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი - ირაოლა (64. მ. რიკო), უილიამსი, აკეჩე (54, სუსაეტა) - ადურისი
ვილიარეალი (4-4-2): ხუან კარლოსი - რუკავინა (77. ა. გარსია), დორადო, რუისი, იოკიჩი - მარიო, ბრუნო სორიანო (67. მარკოსი), ტრიგეროსი, ხ. კოსტა (59. მ. გომესი) - კემპბელი, მორენო
გაფრთხილება: - იოკიჩი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 13-7; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 17-13 (8-2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 43 276
ბარსელონა-დეპორტივო 2:2
გოლები: 1:0 მესი (5), 2:0 მესი (59), 2:1 ლ. პერესი (67), 2:2 სალომაო (76)
ბარსელონა (4-3-3): მასიპი - ადრიანო, ბარტრა (69. მასკერანო), ვერმალენი (62. დუგლასი), მატიო - რაფინია, ს. რობერტო, ჩავი (85. ინიესტა) - მესი, პედრო, ნეიმარი
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ლაურე, ლოპო, სიდნეი, კანელია (38. მედუნიანინი) - ბორხესი, ბერგანტინიოსი - სალომაო, ხ. დომინგესი (61. ო. რიერა), კავალეირო - ლ. პერესი (85. ხ. როდრიგესი)
გაფრთხილება: მატიო - დომინგესი, ბერგანტინიოსი, მედუნიანინი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 6-9; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 18-10 (7-2); ბურთის ფლობა: 78%-22%.
მაყურებელი: 93 743
გრანადა-ატლეტიკო 0:0
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ბაბენი, მაინსი, ხუან კარლოსი - იტურა, რ. პერესი - იბანიესი (78. კანდეიაში), პიტი (37. ფ. რიკო), როჩინა (87. რიკი) - ელ-არაბი
ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა (90. გამესი) - საულ ნიგესი (82. რ. ხიმენესი), ტიაგო, გაბი, კოკე - რაულ გარსია, გრიზმანი
გაფრთხილება: -
კუთხური: 4-0; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 2-3 (0-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 20 848
ვალეკანო-სოსიედადი 2:4
გოლები: 0:1 ველა (19), 0:2 გ. კასტრო (21), 1:2 ბუენო (42), 2:2 მორსილიო (64), 2:3 აგირეჩე (73), 2:4 ელუსტონდო (74)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ტიტო, ზე კაშტრო (75. ლეო ბაპტიშტაო), მორსილიო, ნაჩო - ტრაშორასი, ფატაუ (80. იოსაბედი) - აკინო (57. ა. მორენო), ბუენო, ემბარბა - მანუჩო
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - პარდო, ბერგარა (60. ელუსტონდო), გრანერო (68. აგირეჩე) - ველა (79. კ. მარტინესი), კანალესი, გ. კასტრო
გაფრთხილება: მორსილიო - გონსალესი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 13-11 (3-8); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 9 593
ეიბარი-კორდობა 3:0
გოლები: 1:0 არუაბარენა (5), 2:0 რ. ნავასი (11), 3:0 კაპა (34)
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ლილიო, რ. ნავასი, დიდაკ ვილა - ბორხა (30. ერასტი), დ. გარსია - კაპა (86. ანიბარო), არუაბარენა, ლარა - საულ ბერხონი (86. ანხელი)
კორდობა (4-2-3-1): საისარი - გუნინო, სერანო, დეივიდი, ედიმარი - ლუსო, აბელი (60. ელდონი) - ფიდელი (77. ს. გარსია), ბორხა, ვიკო (46. ბიმინე) - ანდონე
გაფრთხილება: კაპა -
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 13-7; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-15 (6-5); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 6 065
სელტა-ესპანიოლი 3:2
გოლები: 0:1 ს. გარსია (23-პენ), 1:1 მალიო (38), 1:2 სტუანი (48), 2:2 კაბრალი (59), 3:2 ნოლიტო (77)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ა. ფერნანდესი, კრონ-დელი (84. ს, გომესი) - მინა (46. ბ. ფერნანდესი), ორელიანა, ნოლიტო - ლარივეი (66. რ. ბლანკო)
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, ა. გონსალესი, ე. მორენო, ფუენტესი - ლ. ვასკესი, ხ. ლოპესი, ვ. სანჩესი (73. სევილია), ვ. ალვარესი (78. მონტანიესი) - სტუანი (66. კაისედო), ს. გარსია
გაფრთხილება: ფერნანდესი, მინა - გონსალესი
გაძევება: ს. ალვარესი (20)
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 9-1; კარში დარტყმა: 10-17 (7-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 15 000
ალმერია-ვალენსია 2:3
გოლები: 1:0 თომასი (9), 1:1 ოტამენდი (28), 2:1 სორიანო (36), 2:2 ფეგული (45), 2:3 პ. ალკასერი (79)
ალმერია (4-2-3-1): რუბენი - მასედო, მ. დოს სანტოსი (31. სორიანო), დუბარბიერი, კასადო - ვერსა, თომასი - ესპინოსა (54. ვ. სილვა), კორონა, ჯონათანი (78. ჰემედი) - ტიევი
ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში (71. იოელი) - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - პარეხო, ფუეგო, ე. პერესი (46. ნეგრედო) - ფეგული, პ. ალკასერი, დე პაული (62. პიატი)
გაფრთხილება: კასადო, სილვა - ბარაგანი, პარეხო, ფეგული, გაია, ფუეგო
გაძევება: პარეხო (89)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10-9 (3-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 11 429
მალაგა-სევილია 2:3
გოლები: 0:1 რეიესი (52), 0:2 ბანეგა (55), 0:3 ა. ვიდალი (62), 1:3 გერა (67), 2:3 გერა (92)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, ბოკა - რესიო (78. ტისონე), ნაჩო კამაჩო - სამუელი, ამრაბატი (78. კასტილიეხო), ხუანმი (57. ს. სანჩესი) - გერა
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, არიბასი, კარიშო, ტრემულინა - ბანეგა (68. ბაკა), კრიხოვიაკი (57. მბია) - ა. ვიდალი, იბორა, რეიესი (62. დ. სუარესი) - გამეირო
გაფრთხილება: რესიო, ანხელერი - ვიდალი, კრიხოვიაკი
გაძევება: ველიგტონი (26)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 0-8; კარში დარტყმა: 16-12 (8-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 23 103
რეალი-ხეტაფე 7:3
გოლები: 1:0 რონალდო (13), 1:1 ესკუდერო (23), 1:2 დ. კასტრო (26), 2:2 რონალდო (32), 3:2 რონალდო (34-პენ), 3:3 ლასენი (42), 4:3 ხ. ერნანდესი (47), 5:3 ხ. როდრიგესი (51), 6:3 ხესე (71), 7:3 მარსელო (90)
რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა (46. კარვახელი), პეპე (39. ვარანი), ნაჩო, მარსელო - ილიარამენდი, კროოსი, ხ. როდრიგესი - ხესე, ხ. ერნანდესი, რონალდო (57. ედეგორი)
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - ვიგარაი, ნალდო, ალექსისი, ესკუდერო - ხ. როდრიგესი (71. ფელიპი), ლასენი - პედრო ლეონი (82. ივი), დ. კასტრო (78. ბ. დიავარა), სარაბია - ინესტროსა
გაფრთხილება: ხესე, მარსელო - ვიგარაი, ალექსისი, ლასენი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18-14 (11-6); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 63 769
ბომბარდირები: 48 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 43 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ნეიმარი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 20 - კარლოს ბაკა (სევილია); 18 - არიც ადურისი (ბილბაო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"