საკლუბო ტიტულთან ერთად, ლა ლიგა ბრავომ "ზამორას ტროფეით" დაასრულა, რომელიც "მარკას" დაწესებულია და სეზონის საუკეთესო გოლკიპერს ეძლევა. ბრავოს სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია - 37 მატჩში მან მხოლოდ 19 გოლი გაუშვა და ბევრით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ დიეგო ალვეშს (ვალენსია), ვინც 29 გოლი გაუშვა.
ბოლო
ბრავოს 0,51 გოლი მატჩში ლა ლიგის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია. პაკო ლიანიოს (დეპორტივო) 1993/94 წლების სეზონში 0,47 მაჩვენებელი ჰქონდა, ხოლო ვიქტორ ვალდესს (ბარსელონა, 2010/11 წწ.) - 0,50. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ სეზონში ვალდესმა მხოლოდ 32 მატჩი ითამაშა.
"ზამორას ტროფეის" მოგების გარდა, ბრავომ ამ სეზონში ორი რეკორდიც დაამყარა - 754 წუთი გოლის გაუშვებლად სეზონის დასაწყისში ლა ლიგის ახალი მიღწევაა. ასევე, მან 37 მატჩიდან 23-ში კარი მშრალად შეინახა, ესეც ახალი მიღწევაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"