ბრავისიმო - კლაუდიო ბრავომ ზამორას ტროფეი მოიგო

AutoSharing Option
32 წლის კლაუდიო ბრავო შარშან გადავიდა "რეალ სოსიედადიდან" "ბარსელონაში". ჩილელის სანაცვლოდ "ბარსამ" 12 მილიონი გადაიხადა. ბრავომ ულაპარაკოდ მოუგო გერმანელ ტერ შტეგენს ბრძოლა პირველი მეკარეობისთვის. წაგებულს მხოლოდ ლიგაზე თამაშები ერგო, ჩემპიონატში კი ბრავომ ყველა შეხვედრა გამართა, უკანასკნელის გარდა.

საკლუბო ტიტულთან ერთად, ლა ლიგა ბრავომ "ზამორას ტროფეით" დაასრულა, რომელიც "მარკას" დაწესებულია და სეზონის საუკეთესო გოლკიპერს ეძლევა. ბრავოს სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია - 37 მატჩში მან მხოლოდ 19 გოლი გაუშვა და ბევრით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ დიეგო ალვეშს (ვალენსია), ვინც 29 გოლი გაუშვა.

ბოლო
ტურში "დეპორტივოს" წინააღმდეგ ბრავოს აღარ უთამაშია. ასე შეძლო 26 წლის იორდი მასიპმა, ბოლოს და ბოლოს, პირველი მატჩის ჩატარება "ბარსას" ძირითად გუნდში. მასიპის მიერ გაშვებული ორი გოლის ჩათვლით, "ბარსამ" ამ სეზონში 21 გაუშვა, რაც 1993/94 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია ლა ლიგაში, მაშინ კი "დეპორტივომ" გაუშვა მხოლოდ 18 გოლი.

ბრავოს 0,51 გოლი მატჩში ლა ლიგის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია. პაკო ლიანიოს (დეპორტივო) 1993/94 წლების სეზონში 0,47 მაჩვენებელი ჰქონდა, ხოლო ვიქტორ ვალდესს (ბარსელონა, 2010/11 წწ.) - 0,50. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ სეზონში ვალდესმა მხოლოდ 32 მატჩი ითამაშა.

"ზამორას ტროფეის" მოგების გარდა, ბრავომ ამ სეზონში ორი რეკორდიც დაამყარა - 754 წუთი გოლის გაუშვებლად სეზონის დასაწყისში ლა ლიგის ახალი მიღწევაა. ასევე, მან 37 მატჩიდან 23-ში კარი მშრალად შეინახა, ესეც ახალი მიღწევაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული