რაფაელ ბენიტესს მადრიდის "რეალში" ასისტენტად ზინედინ ზიდანი სურს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს, რომელსაც ესპანური მედია მადრიდის "რეალის" მომავალ თავკაცად უკვე ასახელებს, "სამეფო კლუბში" მუშაობა ზინედინ ზიდანთან ერთად სურს.

ცნობისთვის, ლეგენდარული ფრანგი ამჟამად "რეალის" სარეზერვო გუნდ "კასტილიას" წვრთნის, ბენიტესს კი ის თავის თანაშემწედ წარმოუდგენია.

მედიის ცნობით, ესპანურ გრანდში ბენიტესი თან არ წაიყვანს "ნაპოლიში" მის ასისტენტ ფაბიო პეკიუს. რაც შეეხება ზიდანს, რაფას ის თვალში იმის გამოც მოსდის, რომ "რეალის" ამჟამინდელ მოთამაშეთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალში" კარლო ანჩელოტის თანაშემწედ 2013/14 წლების სეზონში მუშაობდა, რის
შემდეგაც "კასტილიას" გაწვრთნა გადაწყვიტა. ცოტა ხნის წინ მედიაში იმასაც ვარაუდობდნენ, რომ მადრიდულ გრანდში ანჩელოტის სულაც ზინედინი შეცვლიდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბენიტესს თუ თავის გემოზე ააწყობინეს გუნდი, ის გუნდი საუკეთესო იქნება. კაცს სასაცილობიუჯეტიანი "ვალენსიათი" და "ლივერპულით" აქვს შედეგი დადებული და "რეალში" გაუჭირდება?..
0
ბენიტესი არაა რეალისთვის საჭირო ვარიანტი...თუნდაც კლოპი ათი თავით ჯობს.
murtalo
03:05 29-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული