ანდრეს ინიესტამ ტრავმა მიიღო და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოტოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა გამოტოვოს, რომელელსაც კატალონიური გრანდი 6 ივნისს, ტურინის "იუვენტუსთან" გამართავს.

31 წლის ფეხბურთელმა კუნთი ბილბაოს "ატლეტიკთან" (3:1) ესპანეთის თასის შეხვედრაში დაიზიანა, რის გამოც 55-ე წუთზე შეცვალეს.

ინიესტას უახლოეს მომავალში დეტალურ სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ და ტრავმის სიმძიმეც მაშინ დადგინდება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბერლინში, "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული