შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა პოსტზე იტალიელი კარლო ანჩელოტი შეცვალა.
ბენიტესმა წარდგენისას ცრემლები ვერ შეიკავა:
"დღეს ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. მე სახლში დავბრუნდი. გპირდებით, ყველაფერს გავიღებ ჩემი ახალი სამსახურისთვის. ვიქნები ბოლომდე ერთგული.
იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ტიტულებს მოვიგებთ. გუნდი ისედაც კარგად თამაშობს, საჭიროა მხოლოდ, მან საკუთარი ძალების რწმენა დაიბრუნოს", - განაცხადა ბენიტესმა პრეზენტაციაზე.