რაფაელ ბენიტესი მადრიდის "რეალის" მწვრთნელად წარდგენისას ატირდა [PHOTO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ რაფაელ ბენიტესი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელია. ბენიტესი "რეალში", კონტრაქტის თანახმად, 2018 წლამდე დარჩება. ბენიტესის ხელფასი 4 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა პოსტზე იტალიელი კარლო ანჩელოტი შეცვალა.

Sportall.Ge

ბენიტესმა წარდგენისას ცრემლები ვერ შეიკავა:

"დღეს ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. მე სახლში დავბრუნდი. გპირდებით, ყველაფერს გავიღებ ჩემი ახალი სამსახურისთვის. ვიქნები ბოლომდე ერთგული.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ტიტულებს მოვიგებთ. გუნდი ისედაც კარგად თამაშობს, საჭიროა მხოლოდ, მან საკუთარი ძალების რწმენა დაიბრუნოს", - განაცხადა ბენიტესმა პრეზენტაციაზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
:D:D გენაცვალე ბენიტეეეეს,მე მესმის და ვამართლებ ამ ემოციებს!ჯიგარ!სულ არ ვარ რეალის ბალეშიკი(ბავარიადა ბარსას ვგულშემატკივრობ და დინამოს),მაგრამ დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭუკლში,ყველა ერთგულ,პროპესიონალ და ნამდვილ ადამინს გაუმარჯოს!
davidbe
17:45 03-06-2015
0

სიახლეები პოპულარული