ლა ლიგა. შეჯამება: ლეო, კრიშტიანო და სხვები

AutoSharing Option
დასრულებულ სეზონს შეჯამება უხდება. გამონაკლისი არც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ლიგა - პრიმერადივიზიონია. ალბათ, დროა, ჩვენს მკითხველს სეზონის ორი სიმბოლური ნაკრები წარვუდგინოთ. აქვე წარმოგიდგენთ სეზონის იმედგაცრუებათა ნაკრებსა და ტალანტების სიმბოლურ გუნდს.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ პრიმერადივიზიონის პირველ სიმბოლურ ნაკრებს. ის ასე გამოიყურება:

დიეგო ალვეში (ვალენსია) - დანი ალვეში (ბარსელონა), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ნიკოლას ოტამენდი (ვალენსია), ხოსე გაია (ვალენსია) - ხამეს როდრიგესი (რეალი), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (სევილია) - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი) - ლუის სუარესი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

სათადარიგოები: იკერ კასილასი (რეალი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), აიმერიკ ლაპორტი (ბილბაო), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), ნოლიტო (სელტა), არიც ადურისი (ბილბაო)
მწვრთნელი: უნაი ემერი (სევილია)

სიმბოლური ნაკრები, ძირითადად, შედგენილია იმ ფეხბურთელებით, რომელთა გუნდებმაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სეზონის აღმოჩენის, "ვალენსიას" ორი ფეხბურთელის, გაიასა და ოტამენდის ყოფნა გამორჩეულთა შორის.

რატომ დიეგო ალვეში და არა კლაუდიო ბრავო? რატომ ანტუან გრიზმანი და არა სხვა? ეს დისკუსიისათვის ზედგამოჭრილი საკითხია. ჩვენი არჩევანი განაპირობა ერთადერთმა ფაქტორმა - მეტმა სტაბილურობამ, თუმცა ფაქტია, ამ საკითხზე აუცილებლად იარსებებს განსხვავებული აზრი და ეს ასეც უნდა იყოს.

რაც შეეხება ნეიმარს, ის პირველ სიმბოლურში ყოფნას იმსახურებს, თუმცა არ არის ერთადერთი მიზეზის გამო - მის პოზიციაზე კრიშტიანო რონალდო თამაშობს!

სიმბოლურ ნაკრებში შესაძლოა გვეხილა ლუკა მოდრიჩი, რომ არა მოჭარბებული ტრავმები. სეზონის დასკვნით ნაწილში სწორედ ხორვატის სათამაშო კლასი დააკლდა "რეალს".

რომ არა "სამეფო კლუბისა" და თავად ფეხბურთელის ჩავარდნა, ადგილი აქ მოიძებნებოდა ტონი კროოსისათვის. ამ შემთხვევაში კი ხამესი და სეზონის აღმოჩენა, პოლონელი კრიხოვიაკი, ვინც "სევილიას" ღერძი გახლდათ, აუცილებლად იმსახურებენ გამორჩეულთა შორის ადგილს.

თავისთავად, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამ ნაკრებში უნდა იყვნენ. დანი ალვეშმა და პიკემ კი კრიზისი დაძლიეს, ძველებურად ათამაშდნენ და თავიანთ პოზიციაზე ისინი საუკეთესოები არიან.

რაც შეეხება მწვრთნელს, შეიძლებოდა "ვალენსიის" დამრიგებლის, ნუნუს ან ბარსელონელი ლუის ენრიკეს დასახელება, მაგრამ "სევილია" იმდენად შთამბეჭდავი იყო შინა და გარე ასპარეზზე, თანაც, არცთუ გამორჩეული შემადგენლობის ფონზე, რომ ზეემოციური და ზეაქტიური ემერისათვის საუკეთესოობა ალალია.

პრიმერადივიზიონის მეორე სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

კლაუდიო ბრავო (ბარსელონა) - მარიო (ვილიარეალი), სერხიო რამოსი (რეალი), დიეგო გოდინი (ატლეტიკო), მარსელო (რეალი) - პარეხო (ვალენსია), კროოსი (რეალი) - გარეთ ბეილი (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა) - კარლოს ბაკა (სევილია), ქარიმ ბენზემა (რეალი)

სათადარიგოები: სერხიო ასენხო (ვილიარეალი), უგო მალიო (სელტა), ემილიანო ველასკესი (ხეტაფე), ისკო (რეალი), დენის ჩერიშევი (ვილიარეალი), ალბერტო ბუენო (რაიო), ჟონატასი (ელჩე)
მწვრთნელები: ლუის ენრიკე (ბარსელონა), ნუნუ (ვალენსია)

სიმბოლური მართლაც ზედმიწევნით ვარსკვლავურია. ძირითად შემადგენლობაში, ალბათ, ერთადერთი "უცხო" გვარია - "ვილიარეალის" მარჯვენა მცველი მარიო, ვისაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. აი, სათადარიგოთა შორის კი გვხვდებიან "სელტას", "ხეტაფეს", რაიოს" ფეხბურთელები.

სეზონის იმედგაცრუებების ნაკრები:
ოჩოა (მალაგა) - დუგლასი (ბარსელონა), ვერმალენი (ბარსელონა), მირანდა (ატლეტიკო), ანსალდი (ატლეტიკო) - ილიარამენდი (რეალი), პერესი (ვალენსია) - ფინბოგასონი (სოსიედადი), ჯოვანი (ვილიარეალი), დეოლოფეუ (სევილია) - ნეგრედო (ვალენსია)
სათადარიგოები: ნავასი (რეალი), ჩერჩი (ატლეტიკო), იაგო ასპასი (სევილია), ადრიან კოლუნგა (გრანადა), ელდერ პოშტიგა (დეპორტივო)
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი (გრანადა)

ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს ტალანტების სიმბოლური ნაკრების ხილვაც. აი, ისიც:

რიკო (სევილია) - ხონი (სელტა), ხიმენესი (ატლეტიკო), ლაპორტი (ბილბაო), გაია (ვალენსია) - მინა (სელტა), დარდერი (მალაგა), გომეში (ვალენსია), საული (ატლეტიკო) - პაკო ალკასარი (ვალენსია), ვიეტო (ვილიარეალი)
მწვრთნელი: ხავი გრასია (მალაგა)

შეჯამება
პრიმერას 36 საუკეთესო ფეხბურთელიდან 9 წარმოადგენს "რეალს", 8 - "ბარსელონას", 4 - "ვალენსიას", 3 - "ვილიარეალსა" და "ატლეტიკოს", 2 - "სევილიას", "ბილბაოს" და "სელტას". 1 - "ხეტაფეს", "რაიოს" და "ელჩეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Mcvrtneli enrikem chempionoba moigo,kopa moigo, liga moido.mainc sxva???????
kaxa
13:29 09-06-2015
0

სიახლეები პოპულარული