ალეიქს ვიდალი - "ბარსელონას" პირველი ტრანსფერი

AutoSharing Option
ალეიქს ვიდალი "ბარსელონას" ფეხბურთელია. ვიდალთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და მას მედიას 8 ივნისს წარუდგენენ.

"სევილიას" 25 წლის ფეხბურთელი ვარჯიშით ჩვეულებრივად ივარჯიშებს "ბარსას" შემადგენლობაში, მაგრამ ფიფას სანქციების გამო 2016 წლის იანვრამდე თამაშის უფლება არ ექნება.

გასულ სეზონში მან 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ვიდალს კატალონიაში დანი ალვეშის შემცვლელად განიხილავენ. ვიდალის ტრანსფერი 10 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული