"ბარსელონას" პრეზიდენტი: არ ინერვიულოთ, ლუის ენრიკე რჩება!

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ კლუბის გულშემატკივრები დაამშვიდა - მისი თქმით, მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გუნდში მუშაობას მომავალ სეზონშიც გააგრძელებს.

გასულ სეზონში სამი ტიტულის მომგებ სპეციალისტს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ ენრიკემ ორაზროვნად ისაუბრა და "ბარსელონაში" მუშაობის გაგრძელება ეჭვქვეშ დააყენა.

"არ ინერვიულოთ. ლუის ენრიკე მუშაობას აგრძელებს. მან სეზონი 10-ათიანზე დაასრულა და შესაბამისად, კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი არ არსებობს", - თქვა ბარტომეუმ ერთ-ერთი ესპანური რადიოსადგურის ეთერში.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა მზადაა,
ენრიკეს კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებითაც შესთავაზოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადეიშვილი მეგონა უცებ
chiko
18:18 08-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული