"ბარსელონა": ლუის ენრიკე და დანი ალვეში დარჩნენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ჯერ არ იცოდა, დარჩებოდა მომავალ სეზონში "ბარსელონაში" თუ არა. დღეისთვის კი ყველაფერი ცხადია - თბილისში გუნდს ევროპის სუპერთასის მოსაგებად ის ჩამოიყვანს.

დებიუტანტი, რომელმაც პირველივე სეზონში ტიტულების ჰეთ-თრიკი შეასრულა.
გუშინ 45 წლის თავკაცმა "ბარსელონასთან" ახალი, 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მოკლედ, 2017 წლის ზაფხულამდე კატალონიურ კლუბს ისევ ლუის ენრიკე გაუძღვება.

"ძალიან ბედნიერი ვარ. საოცარი წელიწადი მქონდა "ბარსელონაში" და მიხარია, რომ ეს სიხარული გაგრძელდება. ახლა ჩვენი მიზანი კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოგება იქნება", - განაცხადა მწვრთნელმა.

"ბარსელონამ" ალეიქს ვიდალის ტრანსფერის, ჟორდი ალბასთან და პედრო როდრიგესთან კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ ურთიერთობა მოაგვარა დანი ალვეშთანაც.

32 წლის ბრაზილიელი დაეთანხმა კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას და ამით ბოლო მოუღო სპეკულაციებს მისი შესაძლო წასვლის შესახებ. დანი ალვეში "სევილიადან" 34 მილიონ ევროდ 2008 წელს გადავიდა "ბარსელონაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული