წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდის მწვრთნელი თავისი ფეხბურთელებით აღფრთოვანებულია და სურს, მინიმუმ 2016 წლის იანვრამდე შეინარჩუნოს ყველა ის მოთამაშე, ვისაც გასულ სეზონში მიღწეულ წარმატებებში წვლილი მიუძღვის.
ცნობისთვის, პედროსაც და ბარტრასაც სხვა კლუბებიდან საკმაოდ მიმზიდველი წინადადებები აქვთ და პირველი კონტაქტებიც შემდგარია. მაგალითად, პედროს გადაბირება პსჟ-სა და რამდენიმე ინგლისურ კლუბს სურთ, რომლებიც 20 მლნ ევროს გადახდაზე თანახმანი არიან.