ლუის ენრიკეს "ბარსელონადან" პედრო როდრიგესისა და მარკ ბარტრას გაშვება არ უნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გუნდის თავდამსხმელ პედრო როდრიგესსა და მცველ მარკ ბარტრასთან გამოთხოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport იუწება.

წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდის მწვრთნელი თავისი ფეხბურთელებით აღფრთოვანებულია და სურს, მინიმუმ 2016 წლის იანვრამდე შეინარჩუნოს ყველა ის მოთამაშე, ვისაც გასულ სეზონში მიღწეულ წარმატებებში წვლილი მიუძღვის.

ცნობისთვის, პედროსაც და ბარტრასაც სხვა კლუბებიდან საკმაოდ მიმზიდველი წინადადებები აქვთ და პირველი კონტაქტებიც შემდგარია. მაგალითად, პედროს გადაბირება პსჟ-სა და რამდენიმე ინგლისურ კლუბს სურთ, რომლებიც 20 მლნ ევროს გადახდაზე თანახმანი არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული