"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანხელ დი მარია წინააღმდეგი არ იქნება, კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს, - იუწყება ესპანური ინტერნეტ-გამოცემა "სპორტი".
წყაროს ცნობით, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს აცნობეს, რომ მისით კატალონიური კლუბია დაინტერესებული და მანაც მზადყოფნა გამოთქვა, კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს.
კატალონიელებს ფეხბურთელთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ და არც ოფიციალურად მიუმართავთ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან დი მარია ერთ-ერთი იმათგანია, ვისი ხილვაც თავის გუნდში "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს სურს.