ანხელ დი მარია თანახმაა, კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს

AutoSharing Option
ფოტოზე: ანხელ დი მარია და ლიონელ მესი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანხელ დი მარია წინააღმდეგი არ იქნება, კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს, - იუწყება ესპანური ინტერნეტ-გამოცემა "სპორტი".

წყაროს ცნობით, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს აცნობეს, რომ მისით კატალონიური კლუბია დაინტერესებული და მანაც მზადყოფნა გამოთქვა, კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს.

კატალონიელებს ფეხბურთელთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ და არც ოფიციალურად მიუმართავთ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან დი მარია ერთ-ერთი იმათგანია, ვისი ხილვაც თავის გუნდში "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს სურს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსელონას კიდევ გაძლიერება სჭირდება?
ემზარი
17:38 24-06-2015
0
კარგი რა დიმა რა ბარსელონა, დაოკდი და ითამაშე შენებური ფეხბურთი
mirza
15:39 24-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული