ლა ლიგა. ტრანსფერები: ფანჯარა იხსნება, ლა ლიგა კი აგრძელებს

AutoSharing Option
ოფიციალურად ზაფხულის სატრანსფერო სეზონი დღეს იხსნება და ის 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ტრანსფერების საკმაოდ მოზრდილი ნაწილი გადაწყვეტილია, ფეხბურთელთა პრეზენტაციებიც მოეწყო. ამ ეტაპისთვის ლა ლიგის გუნდებმა ჯამში უკვე 200 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს.

ბარსელონა
ესპანეთის ჩემპიონს ფიფას მიერ ტრანსფერების განხორციელება აკრძალული 2016 წლის 1-ელ იანვრამდე აქვს, თუმცა "ბარსამ" ერთი ფეხბურთელი მაინც დაიმატა - კატალონიური წარმოშობის ალეიშ ვიდალმა იანვრამდე ოფიციალურ მატჩებში თამაშზე უარი საკუთარი ნებით თქვა, ოღონდ ბავშვობის ოცნება ასრულებოდა. ხოლო ჩავის წასვლით "ბარსელონაში" ერთი დიდი ეპოქა დასრულდა...

მივიდა: ალეიშ
ვიდალი (სევილია, 18 მლნ ევრო)
წავიდნენ: ჩავი ერნანდესი (ალ სადი, თ. აგ), ჟერარდ დეულოფეუ (ევერტონი, 6 მლნ)

რეალი
"სამეფო კლუბში" შტილია, რომელიც შესაძლოა, ქარიშხალს მოასწავებს. ყველაზე მეტად ახლა დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერზე ლაპარაკობენ. ვნახოთ. მანამდე "რეალმა" სამი ფეხბურთელი დაიბევა და სამსაც დაემშვიდობა.

მივიდნენ: კასემირო (პორტუ, 7,5 მლნ), მარკო ასენსიო (მალიორკა, 3,9 მლნ), დანილო (31,5 მლნ)
წავიდნენ: ლუკას ვასკესი (ესპანიოლი, 2 მლნ), სამი ხედირა (იუვენტუსი, თ. აგ), ხავიერ ერნანდესი (მანჩესტერი, იჯ. დასრულდა).

ატლეტიკო
დღე-დღეზე გაფორმდება ხელშეკრულება ჯექსონ მარტინესთან, მანამდე კი ქვეყნის ექსჩემპიონი არგენტინელი ფორვარდის, ლუსიანო ვიეტოს შემატებით იწონებს თავს, თუმცა ორი ფორვარდი გაუშვა, ბრაზილიელი და ხორვატი.

მივიდა: ლუსიანო ვიეტო (ვილიარეალი, 20 მლნ)
წავიდნენ: მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი, 19 მლნ), ლეო ბაპტიშტაო (ვილიარეალი, იჯ)

ვალენსია
"ღამურებმა" ჯერჯერობით, ყველაზე მეტი დახარჯეს და თან ახალი სახე არავინაა, სამივე ახალწვეული იჯარით ისედაც "ვალენსიაში" თამაშობდა. აი, დაკარგვით კი კლუბმა ძალიან სერიოზული ფეხბურთელი შეიძლება დაკარგოს - ნიკოლას ოტამენდი.

მივიდნენ: ჟოაო კანსელო (ბენფიკა, 15 მლნ), ანდრე გომეში (ბენფიკა, 15 მლნ), როდრიგო მორენო (ბენფიკა, 30 მლნ)
წავიდნენ: ვინისიუს არაუჟო (კრუზეირო, იჯ), ფილიპე აუგუსტო (რიუ ავე, იჯ. დაბრუნდა)

სევილია
უნაი ემერის გუნდში ელოდნენ და ისევ ელიან უკრაინელ იევჰენ კონოპლიანკას. ამასობაში კი თბილისის სუპერთასის ერთ-ერთი მონაწილე საკმაოდ დასუსტდა.

მივიდნენ: მიკაელ კრონ-დელი (სელტა, თ. აგ), გაელ კაკუტა (ჩელსი, 4,5 მლნ)
წავიდნენ: ალეიშ ვიდალი (ბარსელონა, 18 მლნ), სტეფან მბია (ტრაბზონი, თ. აგ), მარიანო ბარბოსა (თ. აგ), იაგო ასპასი (სელტა, 5 მლნ), ფერნანდო ნავარო (დეპორტივო, თ. აგ), ჟერარდ დეულოფეუ (ბარსელონა, იჯ. დაბრუნდა), ბაბა დიავარა (თ. აგ), მანუ დელ მორალი (თ. აგ), სისინიო (თ. აგ), ალეხანდრო არიბასი (დეპორტივო, თ. აგ)

ვილიარეალი
როგორც მოსალოდნელი იყო, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ვერ შეინარჩუნა ლუსიანო ვიეტო, სამაგიეროდ, გუნდმა შევსება ახალგაზრდული "მალაგას" ტალანტების ხარჯზე მიიღო.

მივიდნენ: ალფონს არეოლა (პსჟ, იჯ), სამუ კასტილიეხო (მალაგა, 8 მლნ), სამუელ გარსია (მალაგა, 8 მლნ), ლეო ბაპტიშტაო (ატლეტიკო, იჯ)
წავიდნენ: იკეჩუკვუ უჩე (ტიგრესი, თ. აგ), ხავიერ აკინო (ტიგრესი, თ. აგ), ლუსიანო ვიეტო (ატლეტიკო, 20 მლნ)

ბილბაო
ბასკების შევსებას სოლიდური არ ეთქმის, გუნდმა ამერიკაში გაუშვა ვეტერანი ირაოლა.

მივიდნენ: ენეკო ბოვედა (ეიბარი, თ. აგ), ხავიერ ერასო (ლეგანესი, თ. აგ), იკერ გუაროჩენა (ტენერიფე, იჯ. დაბრუნდა)
წავიდნენ: ანდონი ირაოლა (ნიუ იორკი, თ. აგ), უნაი ალბიზუა (თ. აგ)

სელტა
ვიგოს "სელტამ" ერთი დანიელი დაიმატა და ერთი გაუშვა. ვნახოთ, რა გამოვა აქედან...

მივიდნენ: იაგო ასპასი (სევილია, 5 მლნ), დანიელ ვასი (ევიანი, 2,9 მლნ)
წავიდნენ: მიკაელ კრონ-დელი (სევილია, თ. აგ), ბორხა ოუბინია (თავი დაანება), შარლესი (მალაგა, 0,5 მლნ)

მალაგა
ძალიან სიმპათიური გუნდი, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილები უკვე დაიტაცეს.

მივიდნენ: ფაბიო ესპინიო (ლუდოგორეცი, თ. აგ), შარლესი (სელტა, 0,5 მლნ), ხუან კარლოსი (ბრაგა, იჯ), ნორდინ ამრაბატი (გალათასარაი, 3,5 მლნ)
წავიდნენ: ფრანსისკო პორტილიო (ბეტისი, 1,2 მლნ), ესეკიელ რესკალდანი (პუებლა, იჯ), ხუანმი (საუთჰემტონი, 7 მლნ), სამუ კასტილიეხო (ვილიარეალი, 8 მლნ), სამუელ გარსია (ვილიარეალი, 8 მლნ)

ესპანიოლი
ბარსელონურმა კლუბმა ჯერჯერობით, გზა ახალგაზრდული შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს მისცა. გუნდიდან კი სასაცილო ფასად წავიდა "ესპანიოლის" სული და გული სერხიო გარსია.

მივიდნენ: ლუკას ვასკესი (რეალი, 2 მლნ), ანტონიო რაილიო (რეზერვიდან), ჟოან ჟორდანი (რეზერვიდან), მარკ კაბალიე (რეზერვიდან), რუბენ დუარტე (რეზერვიდან), რობერტო კორეა (რეზერვიდან), ტიევი ბიფუმა (ალმერია, იჯ. დასრულდა)
წავიდნენ: დიეგო კოლოტო (თ. აგ), ფელიპე მატიონი (თ. აგ), სერხიო გარსია (ალ რაიანი, 1,5 მლნ)

სხვები
"რაიო ვალეკანო" იჯარით აყვანილი ფეხბურთელებისგან დაიცალა; ბასკურ "სოსიედადს" ჯერ ერთი თვალშისაცემი ტრანსფერიც არ განუხორციელებია; "ლევანტე" გავარდნილი "ალმერიას" ხარჯზე გაძლიერდა; "ხეტაფემ" "გრანადადან" მცველი ხუან კალა აიყვანა; "დეპორტივოს" ორ "შენაძენზე" ზემოთაც იყო საუბარი; "გრანადამ" ახლად აღზევებულ "ლას პალმასს" ალფრედო ორტუნიო მილიონ ევროდ მიჰყიდა; "ეიბარში" კი, ალბათ, ისევ ჰგონიათ, რომ გავარდნენ, არავინ დაუმატებიათ; "ბეტისის" ყველაზე დიდი შენაძენი, თავისუფალ აგენტად აყვანილი რაფაელ ვან დერ ვაარტია; სიჩუმეა "ხიხონის" ფრონტზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული