"პოგბამ უკვე გადაწყვიტა რომელ კლუბში გადავა. ნახევარმცველმა ზაფხულში უამრავი შემოთავაზება მიიღო, მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი მისთვის "იუვენტუსში" ერთი წლით დარჩენა და შემდეგ "ბარსელონაში" გადასვლა არის. ევრო 2016-ის შემდეგ შესაძლოა პოგბას სატრანსფერო ფასი დაეცეს, წერს წყარო.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელის შეძენა მადრიდის "რეალს", "ბარსელონას", პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლონდონის "ჩელსის" სურს.