Marca: მარკო როისს "ბარსელონაში" კონკურენციის შეეშინდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელმა მარკო როისმა "ბარსელონას" შეთავაზებაზე უარი თქვა.

როისის შეძენას თავად "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ აპირებდა საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

გერმანული კლუბი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო, თუმცა გარიგებაში თავად ფეხბურთელი ჩაერია.

როისმა ბარტომეუს უთხრა, რომ "ბარსელონაში" მის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა და ის არ არის დარწმუნებული, რომ ამ პაექრობაში გამარჯვებული გამოვა. აქედან გამომდინარე, დორტმუნდელთა ლიდერმა გერმანულ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა, იტყობინება Marca.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რააა. დორტმუნდში მთავარი კაცი ხარ და ბარსაში ხუთეულში იქნებოდი ან ვაფშე თადარიგში.
chiko
18:23 09-07-2015
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული