პედრო როდრიგესი: მე არ ველაპარაკები ჟოზე მოურინიოს

AutoSharing Option
ბარსელონური "სპორტის" ინფორმაციით, პედრო როდრიგესს ხიბლავს ის, რომ ლონდონის "ჩელსიში" მას მეტი სათამაშო დრო ექნება, ვიდრე "ბარსელონაში". თითქოს, ამას ესპანელ ფორვარდს თავად ჟოზე მოურინიო დაჰპირდა. ამბობენ, რომ პედრო უკვე დაეკითხა სესკ ფაბრეგასს ყველაფერს მისი სავარაუდო გუნდის შესახებ.

ამ სიტყვებმა ერთობ გააღიზიანეს თავად პედრო. "ბარსელონას" ფორვარდმა განაცხადა, რომ "სპორტის" ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება, მას არ ულაპარაკია ჟოზე მოურინიოსთან შესაძლო ტრანსფერზე.

"მე არ ველაპარაკები მოურინიოს, ეს იქნებოდა "ბარსელონას" უპატივცემულობა. რა თქმა უნდა, რაღაც წინადადებები მაქვს. ბევრი თამაში მინდა, "ბარსელონაში" კი, ამ მხრივ,
სიტუაცია სულ უფრო რთულდება.

"ბარსელონაში" ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ ფეხბურთელი ამბიციური უნდა იყოს და მეც ამბიციური ვარ", - განუცხადა პედრომ "სპორტსმოულს".

შეგახსენებთ, რომ მან ახლახან 2019 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი ესპანურ გრანდთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული