მადრიდის "რეალმა" თვალი არგენტინის ნაკრების მეკარე სერხიო რომეროს დაადგა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბი ინტერესს არგენტინის ნაკრების მეკარე სერხიო რომეროსადმი იჩენს. ამის შესახებ Marca იუწყება.

მადრიდელებმა რომეროს ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეას ტრანსფერის შესაძლებლობა ბუნდოვანი გახდა. "რეალმა" კიკო კასილიას ტრანსფერზე პირი "ესპანიოლსაც" მოუსინჯა, თუმცა კატალონიელებთან საკომპენსაციო თანხაზე ვერ მორიგდა.

რაც შეეხება რომეროს, ვისი ბოლო კლუბიც გენუის "სამპდორია" იყო, მისი გადაბირებით "რომაცაა" დაინტერესებული, მაგრამ არგენტინელმა მეკარემ იტალიელებთან მოლაპარაკებები უმალ შეწყვიტა, როგორც კი "რეალის" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული