მადრიდელებმა რომეროს ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეას ტრანსფერის შესაძლებლობა ბუნდოვანი გახდა. "რეალმა" კიკო კასილიას ტრანსფერზე პირი "ესპანიოლსაც" მოუსინჯა, თუმცა კატალონიელებთან საკომპენსაციო თანხაზე ვერ მორიგდა.
რაც შეეხება რომეროს, ვისი ბოლო კლუბიც გენუის "სამპდორია" იყო, მისი გადაბირებით "რომაცაა" დაინტერესებული, მაგრამ არგენტინელმა მეკარემ იტალიელებთან მოლაპარაკებები უმალ შეწყვიტა, როგორც კი "რეალის" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.