ამ დროისთვის პედროს სატრანსფერო ფასი 30 მლნ-ით განისაზღვრება.
თავის დროზე პედრომ კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს პირობაც მისცა, რომ "ბარსელონასთვის" ითამაშებდა, მაგრამ მოგვიანებით აზრი შეიცვალა, რისი მიზეზიც სხვა კლუბებიდან მიღებული საინტერესო წინადადებები გახდა.
"ლივერპულის" გარდა, პედროსადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსი" და პსჟ-იც იჩენენ.