"ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნებში ხოსეპ მარია ბარტომეუმ გაიმარჯვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოქვენდა.

დიდი უპირატესობით გამარჯვება ხოსეპ მარია ბარტომეუმ მოიპოვა, რომელიც ამ თანამდებობას მანამდეც იკავებდა. ამჯერად მან ხმათა 54,63% მიიღო და კატალონიურ კლუბს კიდევ 6 წლით, 2021 წლამდე უთავკაცებს.

მეორე ადგილზე ჟოან ლაპორტა გავიდა, რომელსაც მხარი 33,03%-მა დაუჭირა. საპრეზიდენტო მარათონში აუტსაიდერები აუგუსტო ბენედიტო და ტონი ფრეიშა აღმოჩდნენ - პირველმა ხმათა მხოლოდ 7,16% მიიღო, მეორემ - 3,7%.

ბარტომეუმ "ბარსელონას" პრეზიდენტის თანამდებობა 2014 წლის იანვარში დაიკავა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში კატალონიურმა გრანდმა თითოჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი, ასევე -
ჩემპიონთა ლიგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული