Bleacher Report: "ბარსელონა" და "იუვენტუსი" პოლ პოგბას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსთან" მიაღწია შეთანხმებას პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით.

კატალონიელები მის სანაცვლოდ 80 მლნ ევროს გადაიხდიან. ამასთან, ფრანგი ნახევარმცველი ერთ წელიწადს კვლავ ტურინში გაატარებს, - იუწყება Bleacher Report-ი.

შეგახსენებთ, რომ სანქციების გამო "ბარსელონას" ახალი ფეხბურთელის თამაში 2016 წლის 1-ელ იანვრამდე ეკრძალება.

აღსანიშნავია, რომ კატალონიელები პოგბას თაობაზე მოლაპარაკებებს უშუალოდ კლუბთან მართავდნენ და არა ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან.

"ბარსელონასთან" მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და აქ ყველაფერი გამჭვირვალე და სუფთაა. ესაა სწორი გზა, განსაკუთრებით, ისეთი ორი გუნდისთვის, რომლებსაც მსოფლიო ფეხბურთში არცთუ პატარა
ადგილი უკავიათ", - აღნიშნა "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იუვე რასაკეთებს ტო, პირლო, ვიდალი, ტევესი, პოგბა
chiko
17:35 22-07-2015
0
ამას მინდორზე შესვლა არ ეღირსება თუ გადავა ბარსაშI! :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული