მადრიდის "ატლეტიკო": ბრწყინვალე სეზონის მოლოდინში

AutoSharing Option
ფოტოზე: სტეფან სავიჩი
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო ხელებს სიამოვნებისგან იფშვნეტს. მისი თქმით, გუნდში საქმეები იდეალურად აეწყო, რაც ახალ სეზონში გამოჩნდება კიდევაც.

"ვფიქრობ, ჯექსონ მარტინესის მოსვლით საბოლოოდ გაირკვა, რომ მოსული ფეხბურთელები კარგად შეცვლიან წასულებს. მეტიც, ჩვენ უკეთესი გუნდი გვეყოლება, ვიდრე გასულ სეზონში. ახლა მხოლოდ ფილიპე ლუიშის დაბრუნებას ველოდებით, თუმცა არც ეს დროა შორს. გილერმო სიკეირა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და სავარაუდოდ, ის ჩვენს გუნდში დარჩება.

აი, ნახავთ - "ატლეტიკოს" ბრწყინვალე სეზონი ელის", - განაცხადა სერესომ "მარკასთან" საუბარში.

"ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა,
რომ ნახევარმცველი მარიო სუარესი "ფიორენტინაში" გადავიდა. სუარესი უკვე გაფრინდა იტალიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად. დაცვითი ფუნქციების ბრწყინვალედ შემსრულებელი ნახევარმცველი სუარესი "ატლეტიკოში" 2010 წლიდან თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება "ფიორენტინას" ექსფეხბურთელ სტეფან სავიჩთან. მცველი "ატლეტიკოს" 12 მილიონი ევრო დაუჯდა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ დიდი კლუბის წევრი გავხდი. მზად ვარ ჩემი კარიერის ახალი ეტაპისთვის, "ატლეტიკოსთან" ერთად ტიტულების მოგება მსურს. შესაძლოა, სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც "ფიორენტინა" დავტოვე და "ატლეტიკოში" გადმოვედი.

ბოლო წლებში "ატლეტიკომ" თავისი კლასი არაერთხელ დაამტკიცა", - განაცხადა 24 წლის ჩერნოგორიელმა მცველმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული