საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: მადრიდის "რეალმა" "სიტი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საზაფხულო ტურნირში, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მადრიდის "რეალმა" მანჩესტერ "სიტი" ანგარიშით 4:1 გაანადგურა.

თბილისის დროით 24 ივლისს, ავსტრალიაში, მელბურნში გამართულ შეხვედრაში რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს.

ანგარიში 21-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ გახსნა, 4 წუთის შემდეგ კი კრიშტიანო რონალდო გამოირჩა. ტაიმის მიწურულს ანგარიში გამანადგურებელი პეპემ (44) გახადა, თუმცა შესვენებამდე დარჩენილ წამებში იაია ტურემ (45+4) სხვაობის შემცირება მაინც მოახერხა - 11-მეტრიანით.

შეხვედრის მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა - საბოლოო ანგარიში დენის ჩერიშევმა 73-ე წუთზე დააფიქსირა.

მომდევნო მატჩს "რეალი" 27 ივლისს,
მილანის "ინტერთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული