შეხვედრა 2 აგვისტოს, ფლორენვიაში, "არტემიო ფრანკიზე" გაიმართება.
კატალონიური გრანდის საიტის ცნობით, "ფიორენტინასთან" მატჩში გუნდს ვერ დაეხმარებიან და ბარსელონაში დარჩებიან ლიონელ მესი, ნეიმარი, დანი ალვეში და ხავიერ მასკერანო. ეს ფეხბურთელები სეზონისთვის მზადებას დამოუკიდებლად გააგრძელებენ.
ფლორენციაში ტრავმების გამო არ მიემგზავრებიან ჟერემი მატიო, ადრიანო კორეა, არდა თურანი და დუგლასი.