ანდრეს ინიესტამ შესაძლოა უეფას სუპერთასის მატჩი გამოტოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ International Champions Cup-ზე "ფიორენტინასთან" (1:2) მატჩში ტრავმა მიიღო.

31 წლის ფეხბურთელი პირველ ტაიმში დაშავდა და შეხვედრის შესვენებაზე შეცვალეს.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს თქმით, ინიესტას სერიოზული ტრავმა არ აქვს, თუმცა ესპანელი დამატებით სამედიცინო შემოწმებას მაინც გაივლის.

ტრავმის გამო შესაძლოა ინიესტამ უეფას სუპერთასის მატჩი გამოტოვოს, რომელიც 11 აგვისტოს თბილისში ჩატარდება.

მომზადებულია Inside spanish football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული