ჟერარდ პიკეს გვერდითი მსაჯის გალანძღვისთვის 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი ჟერარდ პიკე შესაძლოა 4-იდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციით დასაჯონ, რისი მიზეზიც ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრაში მის მიერ მსაჯის შეურაცხყოფაა.

17 აგვისტოს, "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" და ბილბაოს "ატლეტიკმა" ფრედ, 1:1 ითამაშეს და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ბასკური გუნდი გამოვიდა, რომელსაც პირველი შეხვედრა ანგარიშით 4:0 ჰქონდა მოგებული.


რაც შეეხება პიკეს, ის 55-ე წუთზე გააძევეს. კატალონიელთა მცველმა გვერდითი მსაჯი იმის გამო გალანძღა, რომ  ამ უკანასკნელმა "ატლეტიკის" ფეხბურთელზე თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირა.

პიკეს სასჯელის შესახებ
საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება, უკეთეს შემთხვევაში კი ის უახლოეს 4 მატჩს დააკლდება - "ატლეტიკთან", "მალაგასთან", "ატლეტიკოსთან" და "ლევანტესთან".
მკითხველის კომენტარები / 2 /
4-დან 11 მატჩამდე სასჯელი რა ამბავია? განა რა უთხრა ასეთი? სავარაუდოდ მწარედ შეაგინა, მაგრამ 11 მატჩამდე მაინც ბევრია
გულშემატკივარი
19 აგვისტო 2015 10:18
0
ნახეთ თუ უმკაცრესად არ დასაჯონ,ის ხომ ბარსას ფეხბურთელია,თან კატალუნიის დამოუკიდებლობას ღიად უჭერს მხარს,ამიტომ სამაგალითოდ დასჯიან
papu
19 აგვისტო 2015 06:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული