09:43 18-08-2015
ბარსელონა-ატლეტიკი 1:1 (0:4) - ესპანეთის სუპერთასი ბასკებისაა [VIDEO]
AutoSharing Option
"კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ბასკური გუნდი გახდა, რომელსაც კატალონიურ გრანდთან სამი დღის წინ გამართულ პირველ დაპირისპირებაში ანგარიშით 4:0 ჰქონდა მოგებული.
ბარსელონურ შეხვედრაში ანგარიში ლიონელ მესიმ 43-ე წუთზე გახსნა, 56-ეზე კი მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯმა მოედნიდან ჟერარდ პიკე გააძევა.
74-ე წუთზე ანგარიში არიც ადურისმა გაათანაბრა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი "ატლეტიკის" თავდამსხმელი კიკე სოლას გაძევება იყო.
ამრიგად, "ატლეტიკმა" ესპანეთის სუპერთასი ისტორიაში მეორედ მოიპოვა. პირველად ბილბაოს კლუბმა ეს ჯილდო 1984 წელს დაისაკუთრა.
ესპანეთის სუპერთასი. II მატჩი
ბარსელონა-ბილბაო 1:1 (0:4)
გოლი: 1:0 მესი (43), 1:1 ადურისი (75)
ბარსელონა: ბრავო, დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, მატიო, რაკიტიჩი (68. რამირესი), ბუსკეტსი, ინიესტა, მესი, სუარესი, პედრო (68. ელ ჰადადი).
ბილბაო: ირაისოსი, ბოვედა, ეჩეიტა (68. ელუსტონდო), ლაპორტი, ბალენსიაგა, დე მარკოსი, გურპეგი, ეჩებარია (84. რიკო), სუსაეტა, ერასო, ადურისი (81. სოლა).
გაძევება: პიკე (56. ბარსელონა), სოლა (86. ბილბაო)
გაფრთხილება: პედრო - ბოვედა, ერასო, ადურისი, ეჩებერია
კარში დარტყმა: 15(4)-7(4); ბურთის ფლობა: 71%-29%; კუთხური: 9-3; ოფსაიდი: 7-1; ჯარიმა: 5-14
მაყურებელი: 75 000.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული