ლიონელ მესი: ვცდილობ, ჩემი თამაში გავაუმჯობესო

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ უეფას ჯილდოს მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ უეფა-მ ლიონელ მესი ევროპის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

- ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია. მადლობა ყველა ჩემს პარტნიორს, ვისთან ერთადაც ვთამაშობდი გასულ სეზონში. კარგი სტარტია ახალი სეზონისთვის.

გასული სეზონი ძალიან კარგი გამოვიდა. იმედი მაქვს, რომ ახალი სეზონიც ასეთივე იქნება.

- როგორ შეიცვალა თქვენი თამაში?
- ვცდილობ, ის გავაუმჯობესო. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი მოქმედებები უფრო მრავალფეროვანი გავხადო.

- რაზე მუშაობთ, რომ
უფრო ძლიერი გახდეთ? იქნებ 11-მეტრიანებში უფრო ხშირად ვარჯიშობთ?

- შესაძლოა (იღიმის). ჯერ კიდევ ბევრ რამეზე მაქვს სამუშაო, რასაც ვაკეთებ კიდეც.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ვერაა მგონი, ჭანტურია და ოქრიაშვილი არ ცდილობენ თამაშის გაუმჯობესებას, კმაყოფილები არიან და ამან რაგა უნდა გააუმჯობესოს))))
llcl
10:38 29-08-2015
0
ვერ არის კი არა საღ გონებაზეა. ნამდვილი პროფესიონალია არ ჩერდება, არც უნდა გაჩერდეს -როგორც სპორტსმენი მისაბაძია ყველასათვის
შოთა
12:03 30-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული