"არსენალი" და "ლივერპული" "ახალი ფაბრეგასით" დაინტერესდნენ

AutoSharing Option
"ბეტისის" 19 წლის ნახევარმცველმა დანი სებალიოსმა, რომელსაც სამშობლოში "ახალ ფაბრეგასს" ეძახიან, ინგლისური კლუბების ყურადღება მიიპყრო.

ლონდონის "არსენალმა" და "ლივერპულმა" ფეხბურთელის აგენტს ზაფხულში მიმართეს, მაგრამ მან ინგლისური კლუბების წარმომადგენლებს უთხრა, რომ მისი კლიენტი ინგლისში გადასასვლელად ჯერ მზად არ არის.

სებალიოსის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით, ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვა 7.5 მილიონი ფუნტი ღირს.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფეხბურთელს "ბეტისთან" წელზე ნაკლები ვადა დარჩა, ხელშეკრულების მიხედვით, ინგლისური კლუბები მას სრულიად უფასოდ აიყვანენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული