ლა ლიგა. III ტური: რონალდომ ისტორია დაწერა [VIDEO]

AutoSharing Option
12 სექტემბერს ესპანეთის ლა ლიგის III ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" ბარსელონაში "ესპანიოლი" 6:0 გაანადგურა. ფენომენალურად ითამაშა კრიშტიანო რონალდომ, რომლის ანგარიშზეც ხუთი გოლი და საგოლე პასია. ამ პენტა ტრიკით რონალდომ რაულს გაუსწრო და ლა ლიგაში "რეალის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა 229 გოლით.

რაფა ბენიტესი (რეალი): "როცა გუნდი ასე იგებს, ლაპარაკის ხალისზე ვარ. უნდა აღვნიშნო რონალდოს 5 გოლი. ციფრები თავისას ამბობენ, რონალდომ უკვე ჩაწერა თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიაში".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვალენსიამ" ხიხონში "სპორტინგი" პაკო ალკასერის გვიანი გოლის წყალობით დაამარცხა - 1:0.

ტურის ცენტრალურ მატჩში, "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკო" შინ 1:2 დამარცხდა "ბარსელონასთან".

ლიონელ მესი ვერ მოხვდა "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში, რადგან ის გვიან დაბრუნდა სანაკრებო მატჩებიდან და თან მეორე ვაჟი შეეძინა და თითქმის არ უვარჯიშია.

ანგარიში მეორე ტაიმში ფერნანდო ტორესმა გახსნა, რომელმაც მე-10 გოლი გაიტანა კარიერაში "ბარსას" კარში.

მის გოლს უმალ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით უპასუხა ნეიმარმა. შემდეგ კი იყოჩაღა შეცვლაზე გამოსულმა მესიმ, რომელმაც გამარჯვების გოლი თავის ახალდაბადებულ შვილს უძღვნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესპანიოლი-რეალი 0:6
გოლები: 0:1რონალდო (7), 0:2 რონალდო (17-პენ), 0:3 რონალდო (20), 0:4 ბენზემა (28), 0:5 რონალდო (61), 0:6 რონალდო (81)

სპორტინგი-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 პ. ალკასერი (91)

ატლეტიკო-ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 ფ. ტორესი (51), 1:1 ნეიმარი (55), 1:2 მესი (77)

ბეტისი-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 რ. კასტრო (41)
გაძევება: პეტროში (45. ბეტისი)

1. ბარსელონა - 9 ქულა; 2. რეალი - 7; 3. სელტა - 6;. 4. ეიბარი - 6; 5. ატლეტიკო - 6.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული