მადრიდის "რეალი" კვლავ ლიდერია, რადგან შინ 3:1 დაამარცხა "ლას პალმასი". ამ შეხვედრის ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა.
მასპინძლებში ისკომ, კრიშტიანო რონალდომ და ხესემ გაიტანეს.
რაფაელ ბენიტესი (რეალი): "პირველი ტაიმი კვლავ ბრწყინვალედ ვითამაშეთ, პირველ 15 წუთში ორი გოლი გავიტანეთ. შესვენების შემდეგ თამაშის კონტროლი გვსურდა, მაგრამ ბურთი კარგად ვერ დავიჭირეთ. მეორე ტაიმით უკმაყოფილო ვარ, თუმცა გუნდს პროგრესს ვამჩნევ. ხესეს, ვასკესს და კაზემიროს გუნდისთვის სარგებელი მოაქვთ, ამიტომ ახალგამოჯანმრთელებულებს სასტარტოში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევთ. კონკურენცია
ვალენსიურ დერბიში "ვალენსიამ" მეორე ტაიმში გატეხა "ლევანტე" - 3:0. გოლები პაკო ალკასერმა (პენალტი), სოფიან ფეგულიმ და ზაკარია ბაკალიმ გაიტანეს.
"ვილიარეალმა" 2:1 მოუგო "სევილიას", მარიო გასპარისა და სედრიკ ბაკამბუს გოლებს მხოლოდ ფერნანდო ლორენტეს გოლით უპასუხა "სევილიამ".
დანი ალვეში პირველი უცხოელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში 400 მატჩი ჩაატარა. "ბარსელონამ" სტუმრად "ხეტაფეს" 2:0 მოუგო ჯერ სერხი რობერტოს დიდებული პასით ლუის სუარესმა გახსნა ანგარიში, შემდეგ ნეიმარმა ჩემპიონატში მე-9 გოლი გაიტანა. სუარესმა კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა.
რეალი-ლას პალმასი 3:1
გოლები: 1:0 ისკო (4), 2:0 რონალდო (14), 2:1 ერნანი (28), 3:1 ხესე (43)
ვილიარეალი-სევილია 2:1
გოლები: 1:0 მარიო (25), 2:0 ბაკამბუ (61), 2:1 ფ. ლორენტე (76)
ვალენსია-ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 პ. ალკასერი (64-პენ), 2:0 ფეგული (72), 3:0 ბაკალი (80)
ხეტაფე-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (37), 0:2 ნეიმარი (58)
სოსიედადი-სელტა 2:3
1. რეალი - 24 ქულა; 2. ბარსელონა - 24; 3. სელტა - 21 4. ატლეტიკო - 20; 5. ვილიარეალი - 20.