თუ ლონდონელები ფალკაოზე უარს იტყვიან, ესპანელები მზად არიან, თავისთან მიიღონ ფორვარდი.
"ვალენსიის" თავკაცს, ნუნუს კოლუმბიელი ფორვარდის შეძენა ჯერ კიდევ 2014 წელს სურდა, როცა ესპანური გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ მაშინ ფალკაო "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა და ესპანელებმა ალვარო ნეგრედო შეიძინეს.
მიმდინარე სეზონში ფალკაომ 11 შეხვედრაში თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა.