ქარიმ ბენზემა "ელ კლასიკოში" ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა 21 ნოემბერს "ბარსელონას" წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის.

ბოლო რამდენიმე კვირა ფეხბურთელს მუხლის ტრავმის გამო გაუცდა. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის განცხადებით, ფრანგმა ფორვარდმა ტრავმა მოიშუშა და "ბარსელონასთან" ითამაშებს.

"ბენზემა შეყვანილია განაცხადში და შეძლებს თამაშს. "ბარსელონა" გვყავს მეტოქედ, ამიტომ საუკეთესო შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ", - თქვა ბენიტესმა.

ფრანგის მსგავსად ტრავმა მოიშუშეს და "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზად არიან ხამეს როდრიგესი, დანილო და კეილორ ნავასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული