ლა ლიგა. XIII ტურის წინ: ბასკები VS გრანდები

AutoSharing Option
ლიდერი "ბარსელონა" დევიდ მოიესის გარეშე დარჩენილ ბასკურ "სოსიედადს" მასპინძლობს და ლუის ენრიკეს გუნდის ბოლოდროინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, კარგს არაფერს უმზადებს.

"სამეფო კლუბი", რომელიც კლასიკოზე განადგურებამ შიგნიდან ააფეთქა, ბასკეთში მიდის და 6-ათასიან სტადიონზე ყოჩაღ "ეიბარს" ეთამაშება. რაფა ბენიტესის გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ კლასიკოზე მწარე წაგების მიუხედავად, მიწაზე მყარად დგას...

როცა "ბარსა" საშიშია
ესპანეთის სამეფო თასზე "ვილიანოვენსესთან" ფრეს თუ არ ჩავთვლით, და არც უნდა ჩავთვალოთ, რადგან "ბარსა" იმ შეხვედრაზე მეორე შემადგენლობით გავიდა, ლუის ენრიკეს კრებული 3 ოქტომბრის მერე მხოლოდ იგებს.

მაშინ "ბარსა" "სევილიამ"
დაამარცხა. მას მერე "ბარსელონამ" ზედიზედ 8 თამაში მოიგო. თანაც, რაც დრო გადის, კატალონიელები კიდევ უფრო დიდი სისასტიკით უსწორდებიან მეტოქეებს. "რომა" ბოლო მსხვერპლია, რომელსაც "ბარსელონამ" 6:1 მოუგო.

სხვათა შორის, ედინ ჯეკოს გოლი ერთადერთია, რომელიც კატალონიურმა გრანდმა ნოემბერში გაუშვა. "რომას" მერე უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ლეო მესი დაბრუნდა და ახლა საშიში დუეტი (ნეიმარი, სუარესი) ისევ ტრიოდ იქცა. ამიტომაც მე-14 ადგილზე მყოფი "რეალ სოსიედადი" და მისი ახალი თავკაცი ეუსებიო საკრისტანი (სხვათა შორის, ყოფილი ბარსელონელი) არ უნდა იყვნენ მხნედ.

"ბარსელონას" თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით - კლუბში მზად არიან, სერხი რობერტოს ფინანსური პირობები გააუმჯობესონ, ბიჭი მართლაც დიდებულად ათამაშდა. მეორე ამბავი კი ნეიმარს ეხება, შვილისა და მამის მერე სასამართლოში დედაც დაიბარეს. მოკლედ, ესპანეთის ხელისუფლებას ეჭვი მთელი ოჯახის პატიოსნებაში შეაქვს.

რეაბილიტაცია და ბასკური სოფელი
"ეს თამაში გვჭირდებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ კლასიკოზე მარცხმა არ გაგვტეხა. ჩვენ რეაბილიტაცია გვინდოდა", - განაცხადა "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის მერე კრიშტიანო რონალდომ.

თუმცა, ვფიქრობთ, რეაბილიტაცია მხოლოდ მას გამოუვიდა, რადგან "რეალის" 4-ვე გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გაიტანა, 2 საგოლე პასი), რაფა ბენიტესის გუნდმა კი კინაღამ 4:0 გაანიავა, მატჩი 4:3 მორჩა. ახლა "რეალი" "ეიბარს" მასპინძლობს, რომელსაც ჯერ არათუ არ მოუგია "რეალისთვის", არამედ გოლიც არ გაუტანია, მაგრამ პატარა ბასკურ გუნდს ბევრი შანსიც არ მისცემია - ლა ლიგის ეგიდით, "რეალი" იპურუაში მხოლოდ მეორედ ჩადის.

მადრიდელებს დააკლდათ ნეიმართან უხეშობისთვის 2 მატჩით დასჯილი ისკო ალარკონი. არ იქნება არც სერხიო რამოსი, რომელიც მხოლოდ კლასიკოს ელოდა, რომ ტრავმირებული მხარისთვის მიეხედა. იპურუაში ანშლაგია მოსალოდნელი... მთელი 6 ათასი კაცი სტადიონზე!

სევილია VS ვალენსია
ტურის ცენტრალური მატჩი "სანჩეს პისხუანზეა", სადაც "სევილია" "ვალენსიას" მასპინძლობს. ორივე გუნდს ბევრი აღარ უკლია ორივე ფრონტზე (ესპანეთსა და ევროპაში), რომ სეზონი ჩავარდნად ექცეთ.

ამიტომ უნაი ემერი და ნუნუ ერთმანეთის ძლევას მთელ ძალებს შეალევენ. ტრავმირებულები ორივე გუნდს საკმაოდ ჰყავს. შეგახსენებთ, რომ "სევილია" "ვალენსიასთვის" ერთობ უხერხული მეტოქეა, ხოლო ემერი წლების განმავლობაში "ღამურების" თავკაცი იყო, ანდალუსიელთა ერთ-ერთი ლიდერი ევერ ბანეგა კი - "ვალენსიას" ლიდერი.

მადრიდის "ატლეტიკო" მეორე ადგილზეა და ბარსელონურ "ესპანიოლს" მასპინძლობს. დიეგო სიმეონეს გუნდში ყველაფერი წესრიგშია, "როხიბლანკო" უკვე გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

პარასკევი. 27 ნოემბერი
ლევანტე-ბეტისი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტრუხილიო, ი. ლოპესი, პ. ლოპესი - რენელა (?), ვან ვოლფსვინკელი (?), აბდელ-აზიზი (?), მატილია (?), დიგარი, ვარგასი, ადანი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +6=4-6, (20-24)

შაბათი. 28 ნოემბერი
ბარსელონა-სოსიედადი 19:00
დისკვალიფიკაცია: ილიარამენდი (სოს.)
ტრავმა: მასკერანო (?), დუგლასი, რობერტო, რაფინია, ვერმალენი - ოლასაბალი, ჟონათასი, ზალდუა, ოიარზუნი, ზურუტუზა, ნავასი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +24=9-7, (83-34)

ატლეტიკო-ესპანიოლი 21:15
დისკვალიფიკაცია: გაბი - ვ. სანჩესი
ტრავმა: ფერეირა-კარასკო (?), ჯ. მარტინესი - ტონიო, სევილია, არბილია, ე. პერესი (?), ფუენტესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +16=11-13, (57-52)

მალაგა-გრანადა 23:30
დისკვალიფიკაცია: რ. პერესი (გრან.)
ტრავმა: ფლავიო, კამაჩო, ანიორი (?), სანტა კრუსი (?) - რუისი (?), ტიევი, ბირაგი (?), ფულკიე (?), კრჰინი (?), ელ-არაბი (?), საქსესი (?), ლოპეში (?), ექტორი, პერეირა (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4=0-4, (16-9)

ლას პალმასი-დეპორტივო 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალკარასი (?), კასტელიანო, ა. ლოპესი, ალემანი, ვარასი (?) - ლ. ალბერტო, ხ. დომინგესი (?), ფაბრისიო (?), ბორხესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=0-6, (5-12)

სელტა-სპორტინგი 01:05
დისკვალიფიკაცია: ჯონი (სელ.)
ტრავმა: ა. ფერნანდესი (?), რადოია, ფონტასი - ალექსი (?), პ. პერესი, ს. ალვარესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +7=3-6, (13-10)

კვირა. 29 ნოემბერი
ხეტაფე-ვილიარეალი 15:00
დისკვალიფიკაცია: დ. სუარესი, ალექსისი - ხ. კოსტა, სოლდადო
ტრავმა: ვ. როდრიგესი, მედრანი - ბონერა, ადრიანი, ბაილი, ბაპტიშტაო, ასენხო (?), მუსაჩიო (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +5=4-15, (25-36)

ეიბარი-რეალი 19:00
დისკვალიფიკაცია: კეკო - ისკო
ტრავმა: ჯაიმე, კასტელიანო, ვერდი, რეინა, დელ მორალი - მარსელო, ს. რამოსი, მაიორალი, ვარანი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=0-2, (0-7)

ვალეკანო-ბილბაო
დისკვალიფიკაცია: ზე კაშტრო (ვალ)
ტრავმა: კობენიო, რაცი, ტონიო - სოლა (?), რამალიო (?), მუნიაინი (?), ი. გომესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +5=8-11, (34-42)

სევილია-ვალენსია
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კაკუტა, კარიშო, ბეტო, ანდრეოლი, პარეხა - მუსტაფი, ნეგრედო, ალვეში, როდრიგო, ბარაგანი (?), პიატი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +17=7-21, (50-60)

ბომბარდირები: 12 - ნეიმარი (ბარსელონა); 11 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 9 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი); 8 - ხავი გერა (რაიო ვალეკანო), ლუკას პერესი (დეპორტივო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული